ოკუპაცია
გიორგი გაგლოევი - საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი
1919 წლის 12 მარტს საქართველოში დამფუძნებელთა კრება გაიხსნა. კრების წევრად აირჩიეს გიორგი გაგლოევი, რომელიც სოფელ ღვარებში (ტანას ხეობა) დაიბადა. მანამდე, გიორგი გაგლოევი ამიერკავკასიის სეიმისა და საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი იყო. (1918).

ეროვნული საბჭო, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, პირველი საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენდა. 1919 წელს საბჭომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს დამფუძნებელ კრებას გადააბარა, რომელიც საქართველოს პარლამენტის მოწვევამდე მის მაგივრობას ეწეოდა.
პარლამენტის მოწვევა 1921 წლის ოკუპაციის გამო ვეღარ მოხერხდა.

გიორგი გაგლოევი 1883 წელს მღვდლის ოჯახში დაიბადა. დაწყებითი განათლება მიიღო გორის სასულიერო სასწავლებელში. სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დატოვა მეორე კურსის დასრულების შემდეგ.



,,მენშევიკების" ხელისუფლებიდან დახვრეტამდე

1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. 1918 წელს აირჩიეს გორის სამაზრო ერობის ხმოსნად.

1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით; იყო გზათა კომისიის წევრი.

1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოსცილდა.

1930 წელს გახდა საკავშირო კომუნისტური პარტიის წევრი. მომდევნო წლებში მუშაობდა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სასოფლო-სამეურნეო დაწესებულებებში.

1937-38 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს გიორგი გაგლოევი დააპატიმრეს „ერთ-ერთი უცხო ქვეყნის ჯაშუშობის“, „მავნებლობისა“ და სამხრეთ ოსეთის „მემარჯვენეთა კონტრრევოლუციური, ტერორისტული, დივერსიულ-მავნებლური ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით.

საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) 1937 წლის 9 ნოემბერს გიორგი გაგლოევს დახვრეტა მიუსაჯა. დახვრიტეს 10 ნოემბრის ღამეს.

ცხოვრების წლები 1903-17 წლებში

1903 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1903 წლიდან გაგლოშვილის გვარით მუშაობდა სოფელ ვანათის სამრევლო სკოლის მასწავლებლად; გორის მაზრის მიმდებარე სოფლებში გლეხებს შორის ეწეოდა აგიტაცია-პროპაგანდას, რისთვისაც 1905 წლის 6 იანვარს (ძველი სტილით) ჟანდარმერიამ დააპატიმრა ცხინვალში, თუმცა მალევე, 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამოქვეყნების შემდეგ, ამნისტიით გაათავისუფლეს.

1905 წლიდან მუშაობდა რსდმპ-ის „მენშევიკების“ ფრაქციაში. რეაქციის დაწყების შემდეგ 1906 წლიდან მუშაობდა მოსკოვისა და თერგ-დაღესტნის პარტიულ ორგანიზაციებში, საიდანაც 1907 წელს აირჩიეს დელეგატად რსდმპ ლონდონის ყრილობაზე.

1908-1912 წლებში ცხოვრობდა საზღვარგარეთ - გერმანიასა და შვეიცარიაში, მუშაობდა მანჰეიმის და დავოსის სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში. ელექტროტექნიკოსის სპეციალობით დაამთავრა გერმანიის მანჰეიმის უმაღლესი საინჟინრო სასწავლებლის კურსი.

1912 წლიდან დაბრუნდა რუსეთის იმპერიაში და პარტიულ მუშაობას ეწეოდა ჩრდილო კავკასიაში - არმავირში; სოციალ-დემოკრატიულ პრესაში აქვეყნებდა წერილებს ფსევდონიმებით: „Дарьял“, „Викторь“ და „Писиров“. პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა ქართულ გამოცემებშიც. გიორგი გაგლოევმა არმავირში დააარსა „შრომის ბირჟა“ და ჩამოაყალიბა მუშათა ჯგუფი სამხედრო-სამრეწველო კომიტეტთან; არჩეული იყო არმავირის თვითმმართველობის ხმოსნად.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არჩეული იყო არმავირის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ, სადაც იმუშავა 7 თვის განმავლობაში. შემდგომ არჩეული იყო კავკასიის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების ცენტრის წევრად.

1917 წლიდან არჩეული იყო ოსეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნების დროს იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ყუბანისა და შავი ზღვის საარჩევნო ოლქში.

1918 წლის თებერვლიდან იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი.

გიორგი გაგლოევი და 1918 წლის მარტის აჯანყება ცხინვალში

1918 წლის მარტის აჯანყების დროს გიორგი გაგლოევი საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს იცავდა. ცხინვალში ბოლშევიკების ინიციატივით დაწყებული გამოსვლების დროს ქალაქში გიორგი გაგლოევიც ჩავიდა. იმ დროინდელი ვითარების შესახებ იხილეთ უფრო ვრცლად მასალა:

რა ხდებოდა ცხინვალში 1918 წლის 18 მარტს - აჯანყება თვითმხილველის ნაამბობის მიხედვით
Print E-mail
FaceBook Twitter
ვიდეორეპორტაჟი
,,Master Peace Georgia’’-ს პროექტების კოორდინატორის, მარიამ ჯუღელის თქმით, ამ აქტივობით აგვისტოს ომისა და მისი გმირების გახსენება სურდათ.
,,კოტე ჩვენ არ ვბომბავთ ცხინვალს", ,,კოტე.... სსრკ ნოსტალგია" და ა.შ. - ამ შინაარსის ტრანსპარანტებით სამეფო ქუჩაზე ახალგაზრდები მივიდნენ.
ამ კაცის შერცხვენა შეიძლება. მაგალითად პურს არ მიყიდიან მაღაზიაში, ქუჩაში დამნახველები

ვერხვების დევნილთა დასახლების დიდ ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.

გასული თვის პოპულარული სიახლეები
რა მოხდა გორში რესტორან ,,მზიურთან"
პოს-TV-ს წამყვან ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის მოხდა დაპირისპირება.
გორში რეგიონალური ,,Fashion Week" დაიწყო
,,გორი, უკვე, თბილისისა და ბათუმის შემდეგ, საერთაშორისო ფესტივალების ქალაქი გახდა. მხოლოდ ამ ორ ქალაქს ვერ ვჯობნით,
ამავე კატეგორიაში
,,მაინც რა მოხდა ოსიაურთან, რომელმაც გადაწყვიტა ომის ბედი? - ამ
თემაზე ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა თამაზ
ლაცაბიძემ

,,მაინც რა მოხდა ოსიაურთან, რომელმაც გადაწყვიტა ომის ბედი? - ამ თემაზე ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორმა თამაზ ლაცაბიძემ

18:54 / 25.02.2019
,,მთელს მაზრაში 217 ეკლესიიდან დახურულია თვით ხალხის მიერ 134
ეკლესია, ამასთან ერთად, ბევრ ადგილას მოისპო დღეობები
,,მთელს მაზრაში 217 ეკლესიიდან დახურულია თვით ხალხის მიერ 134 ეკლესია, ამასთან ერთად, ბევრ ადგილას მოისპო დღეობები"
21:17 / 24.02.2019
,,მე ჩამომართვეს (დაბეზღებით) 80 თხა და ცხვარი, ერთი კვიციანი
ცხენი, ორი ძროხა და სამი დეკეული. ამის გარდა წისქვილი ერთი თვალი,
რომელიც ღირს არანაკლებ

,,მე ჩამომართვეს (დაბეზღებით) 80 თხა და ცხვარი, ერთი კვიციანი ცხენი, ორი ძროხა და სამი დეკეული. ამის გარდა წისქვილი ერთი თვალი, რომელიც ღირს არანაკლებ

13:30 / 24.02.2019
გორის მწერალთა სახლის წევრმა ვაჟა შაქარაშვილმა არქივში უნიკალურ
დოკუმენტებს მიაგნო, სადაც ასახულია ის ვითარება, რაც
გორის მწერალთა სახლის წევრმა ვაჟა შაქარაშვილმა არქივში უნიკალურ დოკუმენტებს მიაგნო, სადაც ასახულია ის ვითარება, რაც
20:55 / 23.02.2019
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.