კალენდარი
ახალი ამბები
ეუთო-ს სხდომაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით იმსჯელეს
საქართველოს დელეგაციამ ეუთო-ს მუდმივ საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართლოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეს ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ქართულმა მხარემ დასძინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები არის უკანონო და ვერ წარმოშობს
ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, ეწინააღმდეგება რა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს. აღნიშნული ე.წ. არჩევნები წარმოადგენს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, უკანონო ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ს, კანადის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. საგულისხმოა, ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ანდორა, სან-მარინო, მოლდოვა, მონტენეგრო და ისლანდია.

გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ უკანონოა როგორც ამ ე.წ. „არჩევნების“ ჩატარება, ასევე, მისი შედეგები, ვინაიდან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. განცხადებებში აღინიშნა, რომ მსგავსი ქმედებები აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს. დელეგაციებმა, ასევე, დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი.

ეუთო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, როგორც ეს გათვალისწინებულია მისიის მანდატით.

პოლონეთის დელეგაციამ, მეგობართა ჯგუფის (ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრები არიან: აშშ, კანადა, ბულგარეთი, ჩეხეთი, ნორვეგია, უკრაინა, ლატვია, დიდი ბრიტანეთი, ფინეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, პოლონეთი, შვედეთი, ირლანდია, რუმინეთი) სახელით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები ხელს არ უწყობს ნდობისა და დიალოგის გაღრმავებას. მეგობართა ჯგუფის წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.

კანადის დელეგაცია მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მიღებას და აღნიშნა რომ კანადა გახდა ამ რეზოლუციის თანა-სპონსორი.

უკრაინის დელეგაციამ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნების, ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მცდელობა ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ. აგრეთვე, უკრაინის დელეგაცია მიესალმა საქართველოს ხელისუფლების კონფლიქტის მოგვარებისა და დეოკუპაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
რეკლამა
ვიდეორეპორტაჟი
ამ წიგნების გამოყენება შეუძლიათ როგორც სტუდენტებს, ასევე, რეგიონის ყველა მოსახლეს"
დოესი-გორის გზაზე, იქ სადაც მაგისტრალი მინდორზე გადის, ძაღლებს ხშირად ტოვებენ.
,,აქ მხოლოდ სუფთა ღვინო უნდა ჩაისხას" - გვითხრა ბატონმა გივი.
,,მთლიანი პროექტის ღირებულება სამ მილიონამდე ადის. მუნიციპალიტეტის წილს ვერ გეტყვით,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
არასრულწლოვანთა ,,დანაშაული" თუ ,,ამბოხი" გორში
,,პოლიციელი იტყვის, რომ ეს არის ქურდობა. მე, როგორც, ადვოკატი გეუბნებით, რომ ეს არ არის ქურდობა.“
ზარდიანთკარში კიაზო გობოზოვი გარდაიცვალა - ოსური და ქართული სოფლის ქელეხი მავთულხლართთან

მისი სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ, მეუღლის გვერდით, ოსურ სოფელ ხელჩუაში დაეკრძალათ.

ამავე კატეგორიაში
სასულიერო დასის შესახებ ერთ-ერთი ბოლო ცნობა გამოქვეყნდა საჯაროდ ჯერ
კიდევ
სასულიერო დასის შესახებ ერთ-ერთი ბოლო ცნობა გამოქვეყნდა საჯაროდ ჯერ კიდევ
18:06 / 28.01.2020
,,ეს ის სპექტაკლია, რომელიც საზოგადოების ნაწილის, არაშემოქმედებითი
ინტერესის ობიექტი გახდა
,,ეს ის სპექტაკლია, რომელიც საზოგადოების ნაწილის, არაშემოქმედებითი ინტერესის ობიექტი გახდა
15:07 / 28.01.2020
ტენდრებში აღმოჩნდა ისეთი კომპანიები, რომლებიც მერიას დახმარებას და
შეღავათების გაწევას სთხოვდნენ.
ტენდრებში აღმოჩნდა ისეთი კომპანიები, რომლებიც მერიას დახმარებას და შეღავათების გაწევას სთხოვდნენ.
14:02 / 28.01.2020
მუზეუმში ინახება 122 ექსპონატი და მასში დაცულია გენერალის
მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და
დოკუმენტური მასალა
მუზეუმში ინახება 122 ექსპონატი და მასში დაცულია გენერალის მემორიალური ნივთები, მის მოღვაწეობასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა
13:01 / 28.01.2020
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.