რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
16-17 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის ევროკავშირი აცხადებს მიღებას სასტიპენდიო პროგრამაზე
1 მარტის ჩათვლით ცხადდება ახალი სასტიპენდიო განაცხადების მიღება 16-17 წლის ასაკის მოსწავლეებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომლებსაც სურთ ევროპისა და ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება.

სასტიპენდიო პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რომელიც ექვსი ქვეყნიდან 35 საუკეთესო მოსწავლეს მისცემს საშუალებას მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომი მიიღოს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპათმცოდნეობაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ხორციელდება "ახალ სკოლაში" თბილისში (საქართველოში) და მოიცავს ორწლიან სასწავლო კურსს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წელს იწყება.

უნიკალური სადიპლომო პროგრამა აერთიანებს ბაკალავრის საერთაშორისო პროგრამის მაღალ აკადემიურ სტანდარტებს, ევროპული სკოლების სისტემის მიერ ინსპირირებული სპეციალიზირებული სწავლებით. შერჩეული სტუდენტები დაესწრებიან ლექციებს მრავალენოვან და მულტიკულტურულ გარემოში, ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და ევროპული ენების, ლიტერატურისა და ისტორიის ცოდნის გასაღრმავებლად. სტუდენტებს ასევე ექნებათ წვდომა მდიდარ კლასგარეშე პროგრამასთან და საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მაღალი დონის კონფერენციებში ევროკავშირის საკითხებზე. სტუდენტები მიიღებენ ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომს ევროპათმცოდნეობაში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა ჩამოყალიბდა ევროკავშირისა და მისი პარტნიორი ქვეყნების ძალისხმევის შედეგად, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და რეგიონთაშორისი გაცვლების გაძლიერებას ახალგაზრდებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ბელორუსიიდან, მოლდოვიდან და უკრაინიდან.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადები ვებსაიტის - www.eapeuropeanschool.eu საშუალებით 2019 წლის 1 მარტის 12:00 საათამდე (უნივერსალური გლობალური დრო, +4:00). შერჩევის პროცესი მოიცავს წერილობით ტესტებსა და ინტერვიუებს წინასწარ შერჩეული კანდიდატებისთვის. 2019-2020 სასწავლო წლის სტიპენდიანტების ჩამონათვალი გამოცხადდება 2019 წლის მაისის ბოლოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის

გთხოვთ ეწვიოთ ვებსაიტს: www.eapeuropeanschool.eu

შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტის მისამართზე: euscholarship@eapeuropeanschool.euThis e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ან დარეკეთ ნომერზე: + 995 32 225 70 06 (ფიქსირებული).
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.