რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელ ქიქოძე ოქონობის შესახებ
ქართველი სასულიერო მოღვაწე, მეცნიერი და პედაგოგი, იმერეთის ეპისკოპოსი (1860-1896) გაბრიელ ქიქოძე ერთ-ერთ თავის ქადაგებაში ოქონობის დღესასწაულს ახსენებს.

წმ. მღვდელმთავარმა გელათის ტაძარში, ქრისტიანობის შესახებ, 1869 წელსა 8 სექტემბერს იქადაგა. ქიქოძე მრევლს განუმარტავდა, თუ რას ნიშნავს ქრისტიანობა.

,,ვინ არის ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანე? რა გაანათლებს და აცხონებს ქრისტიანესა უმეტესად ყოვლისა? სიმართლე, წყალობა, სარწმუნოება, სასოება, სიყვარული, აჰა უშინაგანესნი და უსაჭიროესნი მცნებანი, რომელთა აღსრულებას შენ უნდა ესწრაფო უმეტესად ყოვლისა. ჭეშმარიტი და ნამდვილი ქრისტიანე ის არის, რომლისა სული და გული არის დამუშავებული, განათლებული სიმართლითა, წყალობითა და უმეტესად ღვთის და კაცის სიყვარულითა. გარნა, საუბედუროდ, სიმართლე, წყალობა, სიყვარული უფრო დავიწყებულია ჩვენ შორის, და მარნის კურთხევა, ან კოხინჯრობა, ოქონობა და სხვა ახირებულნი დღესასწაულნი ძლიერ გვიყვარს." - აღნიშნულია ქადაგებაში. 

წყარო: orthodoxy.ge

ოქონობის აღნიშვნვა გორში 2004 წლიდან განახლდა. ის ოქონის წმინდა ხატს უკავშირდება. 1928 წლამდე გორში ოქონის ტაძარი იდგა, რომელიც კომუნისტებმა დაანგრიეს. გორის არქივის თანამშრომელმა ქეთევან მაჭარაშვილმა უნიკალურ დოკუმენტს მიაკვლია:

1928 წელი-"ს ა ი დ უ მ ლ ო"- გორის მაზრის მილიციის უფროსს "რადგანაც ქალაქ გორში წერეთლის და რუსთაველის ქუჩების კუთხეში მდებარე ოქონის ეკლესიის შენობა ფრიად დაზიანებულია მიწის ძვრისაგან და ამ მხრივ წარმოადგენს შიგ მლოცველებისათვის საშიშროებას, ამიტომ საჭიროა ხსენებულ ეკლესიაში იქმნეს აკრძალული კულტმსახურება"

გორის ქალაქის სააბჭოს პრეზიდიუმის სხდომის 1928 წლის მარტის N32 -ე ოქმის ერთ-ერთ საკითხს ოქონის ეკლესიის დანგრევა წარმოადგენდა "რადგანაც მთელმა რიგმა კომისიებმა დაამტკიცეს რომ ოქონის ეკლესიის შენობის მდგომარეობა საშიშია და ადვილად შეიძლება რაიმე მარცხი მოხდეს, რასაც მოჰყვება ადამიანის მსხვერპლი, ამიტომ იქმნეს დანგრეული, ახალი ეკლესიის ასაშენებლად თუ ამას მოითხოვს მორწმუნებელთა საზოგადოება, მიეცეთ შესაფერისი ადგილი"

(ფონდი N3; საქმე N758)
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი
გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

,,საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა,  იარაღი გაისროლეს გაუფრთხილებლობით,

21:18 / 15.08.2025
მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის
მერმა

მოულოდნელად გაუარსებული გეოლოგიური მდგომარეობის გამო, ხაშურის მერმა

13:31 / 15.08.2025
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და
საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
საუკეთესო იურიდიულ მომსახურებას გთავაზობთ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია, ლოიალტე. Loialte Legal
19:56 / 14.08.2025
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს გასართობი სივრცე არა აქვთ''
16:43 / 14.08.2025
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.
11:37 / 14.08.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.