რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ატენში 600-მდე ოჯახს სასმელი წყალი არ მიეწოდება
ატენში სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი 3 უბანი. ზაოტის, მიხანაანთ და ვანიანთუბნის მოსახლეობა სასმელ წყალს უშედეგოდ ელოდება.

ჯამში აღნიშნულ უბნებში, როგორც სოფლის წარმომადგენელი ამბობს, 600-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფელში სულ 9 უბანია 1500-მდე ოჯახით.

როგორც qartli.ge-ს ადგილობრივებმა აცნობეს, წყლის მიწოდება ერთი კვირის წინ შეწყდა. გორის მერის წარმომადგენელი ატენის თემში, ნუგზარ მძინარაშვილი ადასტურებს, რომ წყლის მიწოდება სოფელში არსებული 9 უბნიდან 3 უბანს აქვს შეჩერებული. მისი თქმით, შეზღუდვა წყლის სათავე ნაგებობის სამუშაოებს უკავშირდება.

ნუგზარ მძინარაშვილის განცხადებით, სამივე უბანს წყლის მიწოდება ხვალ აღუდგება, სრული სამუშაოების განხორციელებას კი, სავარაუდოდ, ერთი თვე დაჭირდება.

„ატენში სულ 9 უბანი გვაქვს, აქედან სამ უბანს არ აქვს წყალი. ეს უბნებია: ზაოტისუბანი, ვანიაანთუბანი და მიხანაათუბანი. ამ სამ უბანში 600-მდე ოჯახი ცხოვრობს, მთლიან სოფელში კი 1500-მდე. შაბათის მერე არ აქვთ წყალი. ბატონი კოტეც იყო ამოსული, მოსახლეობას შეხვდა ამ თემაზე. სამუშაოები მიმდინარეობს წყლის სათავე ნაგებობაზე და ამიტომ არ მიეწოდებათ წყალი. ერთი თვე მაინც უნდა,“-გვითხრა მერის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, ოჯახების ნაწილს, რომლებსაც წყალი არ მიეწოდება ჭები აქვთ, ნაწილი კი სასმელ წყალს მეზობელი უბნებიდან ეზიდება.

ცნობისათვის, ატენში სასმელი წყლის რეაბილიტაცია 2016 წლის ზაფხულში დაიწყო და 2017 წელს უნდა დამთავრებულიყო. მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობის დროს სათავეში გრუნტის წყალი დაიკარგა. წყლის დონე სათავე ნაგებობაში იმაზე ნაკლებია, ვიდრე მოსახლეობას ჭირდება.

პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოების შემდეგ საჭირო გახდა მესამე ეტაპის ჩატარებაც. მესამე ეტაპს დამთავრების ვადა 2019 წლის აპრილამდე მისცეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.