რედაქტორის რჩევით
,,ვითარება ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე" - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება სამხრეთ
ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ჩორჩანა-წნელისის რაიონში
მიმდინარე მოვლენებს. მისიის საპატრულო ჯგუფები მუდმივად იმყოფებიან
რაიონში 24 აგვისტოს შემდეგ.
მედიის მხრიდან არსებულ ვითარებაზე მაღალი ინტერესის გამო და არაზუსტი ცნობების გაქარწყლების მიზნით მისიას სურს შემდეგი ინფორმაციის გავრცელება:
· მიმდინარე წლის იანვარიდან, მისია აღნიშნავს ფერადი მონიშვნებს ხეებზე წნელისსა და ჩორჩანას შორის არსებულ ტერიტორიაზე. მისიამ შეაფასა აღნიშნული მონიშვნები როგორც „ბორდერიზაციის“ ნიშნები, თუმცა ამ მონიშვნებზე პასუხისმგებლობა არ აიღო არცერთმა მხარემ.
· 20-24 აგვისტოს, შსს-ს სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის მიერ, სოფელ წნელისის განაპირას ახალი ქართული სათვალთვალო საგუშაგო მოეწყო. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაცემებით, საგუშაგო მდებარეობს დაახლოვებით 240 მეტრის მოშორებით ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, მითითებულ რაიონში არსებული ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ტრადიციული აღქმის მიხედვით.
· სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, გასულ კვირას, მოაწყვეს რამდენიმე ახალი პოზიცია და დააყენეს ბორდერიზაციისთვის დამახასიათებელი ნიშნები მათ შორის „მწვანე ნიშნები“ და დროშები ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად მხარეს, აღნიშნული რაიონის ტრადიციული აღქმით. ზემოთხსენებული ნიშნები მდებარეობს ადმინსტრაციული სასაზღვრო ხაზიდან 1.3 კილომეტრის დაშორებით. ამავდროულად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენაერთებმა გააძლიერეს საკუთარი წარმომადგენლობა ჩორჩანის ტყის ტერიტორიაზე.
· მისია აღნიშნავს ჩორჩანა-წნელისის რაიონში, ძალოვანი უწყებების არსებით, უწყვეტ წარმომადგენლობას. რამდენიმე ახალი პოზიციის მოწყობა ადმინისტრაციულის სასაზღვრო ხაზის გასწვრივ და შეიარაღებული პირების მუდმივი კონცენტრაცია, ზრდის მათი მოულოდნელი შეხვედრის ალბათობას და წარმოადგენს რისკს სტაბილურობისთვის.
· ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი აქტიურად გამოიყენება ინფორმაციის გაცვლისა და ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს არსებული საკითხების განსახილველად. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ადგილზე მუდმივი პატრულირების მეშვეობით რეაგირებს ცხელი ხაზის აქტივაციებზე.
· ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრების ფარგლებში, ვითარების განმუხტვის და უფრო გრძელვადიანი დეესკალაციისათვის საჭირო კონკრეტული გამოსავლის მოსაძებნად 4 რიგგარეშე ტექნიკური შეხვედრა ჩაატარეს.
· უკანასკნელი ტექნიკური შეხვედრა ჩატარდა პარასკევს, 13 სექტემბერს ერგნეთში. შეხვედრა წარიმართა პროფესიონალურ ვითარებაში თუმცა პოზიციები განსხვავებული დარჩა. დადებითად შეიძლება აღინიშნოს, რომ ყველა მონაწილე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ძირითადი პრინციპების დაცვის მზადყოფნა შემდგომი ესკალაციისთვის თავის არიდების მიზნით ჩორჩანა-წნელისის რაიონში , მხარეები ასევე რჩებიან მშვიდობიანი გამოსავლის ძიების მომხრეები. მნიშვნელოვანია, რომ ეს მზადყოფნა აისახებოდეს ადგილზე მხარეთა წარმომადგენლობასა და მოქმედებებში.
· მისია ასევე აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვარო ხაზზე არსებული 2 გადამკვეთი პუნქტი, ოძისი და სინაგური რჩება დაკეტილი 2019 წლის 4 სექტემბრის 20:00-ის შემდგომ. რაიმე კონკრეტული მინიშნება მათი გახსნის დროის შესახებ არ გაკეთებულა, თუმცა სამხრეთ ოსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მათ დაკეტვას ჩორჩანა-წნელისის რაიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირებენ. მისია ამ ზომებს აფასებს როგორც გადაადგილების თავისუფლებისთვის საზიანო შეზღუდვას, რომელსაც უარყოფითი გავლენა აქვს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს გადამკვეთებზე, განსაკუთრებით კი ახალგორის რაიონში მცხოვრებ ან რეგულარულად მიმომსვლელ მაცხოვრებლებზე. დაკეტილ გადამკვეთ პუნქტებზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე ჩატარებული დაკვირვების შედეგად ყოველდღიურად ორივე მიმართულებით 400 გადასვლა ხდებოდა .

ამავე კატეგორიაში

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8 მაისს გამოიტანა.

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები