რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ხაშურის ბაღებში ხორცის მიწოდებაზე კომპანიებს შორის დავა მიმდინარეობს
ხაშურის საბავშვო ბაღებში ხორცის პროდუქტების მიწოდების თაობაზე, ხაშურის მერიას ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ კომპანია ,,გეოფუდმა“ წერილობით შესყიდვების სააგენტოს მიმართა.

,,გეოფუდის“ წარმომადგენელი საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს უხსნის, რომ კონკურენტი კომპანია ,,ენ პროდუქტი“, საქონლის ხორცის წარმოების შესახებ, არასწორ ინფორმაციას აწვდის.

კერძოდ, ,,ენ პროდუქტი“ უთითებს, რომ ხაშურის ბაღებს ხორცს მიაწოდებს შპს ,,ახალი ხორცისგან“, როგორც ხორცის მწარმოებელი კომპანიისგან.

სინამდვილეში, როგორც ,,გეოფუდმა“ გამოიკვლია, შპს ,,ახალი ხორცი“ არა თუ ხორცის მწარმოებელი, არამედ ხორცის პროდუქტების რეალიზატორია.

,,გეოფუდი“ მიანიშნებს იმ გარემოებაზე, რომ ხაშურის ბაღებში ბავშვებს ხორცს მიაწვდის კომპანია ,,ენ პროდუქტი“, რომელიც პროდუქტს იყიდის შპს ,,ახალი ხორცისგან“, თავის მხრივ კი, ,,ახალი ხორცი“ რომელი კომპანიისგან შეიძენს, უცნობია.

ხაშურის საბავშვო ბაღებს კი ეტაპობრივად ჭირდება ხორცი - რაოდენობა 3328 კგ. 2. ფრინველის (ქათმის) ფილე გაყინული, - რაოდენობა 2912 კგ.

დავის არსი

ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობს. ერთია ,,გეოფუდი“, რომელმაც 100 250 000 ლარი მიუთითა, მეორე კომპანია ,,ენ პროდუქტი“, რომელმაც 96 096 ლარი მიუთითა. დაბალი ფასის მითითების გამო, ,,გეოფუდი“ ვარაუდობს, რომ ხაშურის საბავშვო ბაღების გაერთიანება გამარჯვებულად ,,ენ პროდუქტს“ გამოაცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით,,,ენ პროდუქტმა“ უნდა წარმოედგინა ინფორმაცია საქონლის მწარმოებელი ქვეყნისა და მწარმოებელის შესახებ. "საქონლის ხორცი ახალი"-ს გასწვრივ წარმოშობის ქვეყანად მითითებულია "საქართველო" ხოლო მწარმოებელი მითითებულია შპს "ახალი ხორცი".

,,მწარმოებლის გრაფაში მითითებული შპს "ახალი ხორცი" არ წარმოადგენს საქონლის ხორცის მწარმოებელს, ამ კომპანიის საქმიანობის სფეროა მხოლოდ ხორცპროდუქტებით საბითუმო/საცალო ვაჭრობა.“ - აღნიშნავს ,,გეოფუდის“ წარმომადგენელი.

ამის საილუსტრაციოდ მას საჯარო რეესტრიდან ამოღებული ორი დოკუმენტი მოჰყავს.

,,ჩვენს მიერ საჯარო რეესტრის ვებ გვერდზე გადამოწმებული იქნა ინფორმაცია შპს "ახალი ხორცი"-ს სახელით რეგისტრირებულ ყველა ორგანიზაციაზე, აღმოჩნდა, რომ შპს "ახალი ხორცი"-ს სახელით რეგისტრირებულია 3 (სამი) სუბიექტი, რომელთაგან არც ერთს არ აქვს მითითებული საქმიანობის სახედ საქონლის ხორცის წარმოება, რაც ზემოთ მოყვანილი კანონის მიხედვით სავალდებულოა. „ - განმარტავს ,,გეოფუდი“. ,,გეოფუდმა“ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოს რეესტრშიც გადაამოწმა.

ბიზნესოპერატორის რეესტრში გადამოწმებით დაადგინეს, რომ რეესტრში იძებნება მხოლოდ 1 (ერთი) შპს "ახალი ხორცი" რომელსაც მინიჭებული აქვს საქმიანობა საბითუმო ვაჭრობა ხორცით და ხორცის პროდუქტებით.

,,სხვა ოფიციალური ორგანო გარდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და სურსათის ეროვნული სააგენტოსა არ არსებობს სადაც შეიძლება ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. ყოველივე აქედან გამომდინარე კომპანია შპს"ახალი ხორცი" არ წარმოადგენს მწარმოებელს, შესაბამისად წარდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებს და დაზუსტებას არ ექვემდებარება.“ - ასკვნის ,,გეოფუდის“ წარმომადგენელმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დილით, როგორც კი გათენდებოდა, წამოვხტებოდი და ციბრუტივით
ვტრიალებდი''

,,დილით, როგორც კი გათენდებოდა, წამოვხტებოდი და ციბრუტივით ვტრიალებდი''

17:01 / 09.08.2025

"პირველ რიგში გორის მოსახლეობას ბოდიში უნდა მოვუხადო შექმნილი დისკომფორტის გამო, თუმცა მინდა აგიხსნათ და უნდა გამიგოთ, რომ

17:50 / 06.08.2025
ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში
დაინიშნა.

ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში დაინიშნა.

10:59 / 31.07.2025
საუბარი ეხება ზეღდულეთის, რეხის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის,
სვენეთისა და

საუბარი ეხება ზეღდულეთის, რეხის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და

01:12 / 30.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.