ამ ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 1.13 მილიონ ლარს აღწევს.
ბუზალაძე მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის მაისში დაინიშნა. ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ანრი ოხანაშვილის მეჯვარეა.
ოფიციალური მონაცემებით, ბუზალაძის დანიშვნამდე — 2025 წლის 1-ელი იანვრიდან მაისის ბოლომდე — მხოლოდ 4 ტენდერი იყო „არშემდგარი“. მის დანიშვნიდან კი, ივნისსა და ივლისში, არ შედგა უკვე 12 ტენდერი.
რატომ არ მონაწილეობენ კომპანიები ტენდერებში — საჯარო ელექტრონულ ბაზაში ამის მიზეზი დაზუსტებული არ არის.
შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ბუზალაძის დანიშვნის შემდეგ შეწყდა პირდაპირი შესყიდვების პრაქტიკა. ის ტენდერებს აცხადებს მცირე ღირებულების სამუშაოებზეც, რომლებიც ხშირად 5 ათას ლარსაც არ აღემატება.
ბოლო ორ თვეში ,,არშემგარი'' ტენდერების სია ასე გამოიყურება:
#1. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები - 260`065.00 GEL
#2. გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების (თანმდევი მომსახურება - მონტაჟი და ტრენაჟორებისათვის საჩრდილობელი ფანჩატურისა და მოედნის მოწყობა) შესყიდვა - 259`400.00 GEL
ტრენაჟორებისათვის საჩრდილობელი ფანჩატურისა და მოედნის მოწყობა უნდა მომხდარიყო შემდეგ სოფლებში: საქაშეთი, ბერბუკი, სვენეთი, თორტიზა, ერგნეთი, ბერშუეთი, ყველაანთ უბანი, სოფელი ქვ. რიეთი და სათბურის დასახლება.
#3. გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: - დეგეულა, ჭეჭელაანთუბანი, ატენი, გარდატენი, პატარა ატენში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები - 101`475.00 GEL
#4 - #5 ეს ტენდერი ორჯერ არ შედგა, კერძოდ: გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები - 227`780.00 GEL
#6. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში საუბნო გზის მოწყობის სამუშაოები 216`890.00 GEL
#7. ქ. გორში, გვერდწითელის ქ. N1 და N3 საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადის (გადაბმის ადგილების შელესვა) რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით) 33`313.00 GEL
#8 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რეხაში საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვა - 14`800.00 GEL
რაც შეეხება ისეთ ტენდერებს, რომელთა ღირებულება 10 000 ლარს არ აღემატება, ესენია:
#9 და #10. ორჯერ არ შედგა ტენდერი, კერძოდ: ქ. გორში, მშვიდობის გამზირის N1ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შიდა წყალგაყვანილობის და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაციის რეაბილიტაციის სამუშაოები - 4751 ლარი
#11. ქ. გორში, რომელაშვილების ქ N184 -ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოების რეაბილიტაცია - 8`588.00 GEL
@12. ქ. გორში, სუხიშვილის ქ N57-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს რეაბილიტაცია (თანადაფინანსების პროგრამით) 2`758.00 GEL
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები