რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორის მე-9 სკოლასთან მოსწავლეს მანქანა დაეჯახა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

გორის მე-9 საჯარო სკოლის წინ, ზებრა გადასასვლელზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც მოსწავლე დაშავდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია. ის უსაფრთხოების მიზნით სამასწავლებლოში შეიყვანეს, სკოლის ადმინისტრაცია კი სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს.

აღსანიშნავია, რომ მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა. სპორტის მასწავლებლის, თეა კეჩხუაშვილის პირდაპირ ჩართვაში თავად მოსწავლეები ამბობდნენ, რომ მათ თანატოლს ზებრაზე მანქანა შეეჯახა. ამის საპირისპიროდ, შედარებით ზრდასრული პირები, მათ შორის ერთ-ერთი ქალბატონი, ამტკიცებდნენ, რომ მოსწავლე გადარბენის დროს წაიქცა და შეჯახებას ადგილი არ ჰქონია.

ადგილზე გორის შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებიც მივიდნენ. გავრცელებულ ვიდეოში ერთ-ერთი პოლიციელიც ირწმუნებოდა, რომ ბავშვი ზებრაზე წაიქცა და შეჯახება არ ყოფილა.

მიუხედავად ამისა, მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სკოლის წინ, ზებრა გადასასვლელზე მოსწავლეს ნამდვილად მანქანა შეეჯახა. უწყების პრესსამსახურის ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დღეს, 7 ნოემბერს, სპექტაკლ
„მუსუსის“ პრემიერა გაიმართება. წინასაპრემიერო ჩვენებას სპეციალურად
დაესწრო ცნობილი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე.
გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში დღეს, 7 ნოემბერს, სპექტაკლ „მუსუსის“ პრემიერა გაიმართება. წინასაპრემიერო ჩვენებას სპეციალურად დაესწრო ცნობილი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე.
12:28 / 07.11.2026
პროევროპული აქციების მონაწილე, ქარელში მცხოვრები ანატოლი გიგაური
ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმროს მიმდინარე თვეს დატოვებს. 2024
წლის 25 ნოემბერს დაკავებული გიგაური აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული
მომავლისთვის ბრძოლას აქტიურად გააგრძელებს.
პროევროპული აქციების მონაწილე, ქარელში მცხოვრები ანატოლი გიგაური ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმროს მიმდინარე თვეს დატოვებს. 2024 წლის 25 ნოემბერს დაკავებული გიგაური აცხადებს, რომ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას აქტიურად გააგრძელებს.
10:06 / 07.11.2026
ქარელის შესასვლელში საწყობში შესვლისას ტრაილერი თხრილში ჩავარდა,
რის გამოც მთავარი მაგისტრალი დროებით გადაიკეტა. შსს-ს ცნობით,
სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება.
ქარელის შესასვლელში საწყობში შესვლისას ტრაილერი თხრილში ჩავარდა, რის გამოც მთავარი მაგისტრალი დროებით გადაიკეტა. შსს-ს ცნობით, სამართალდარღვევის ნიშნები არ იკვეთება.
14:55 / 06.11.2026
გორში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციისა და უეფას IV კატეგორიის
სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეკონომიკის
სამინისტრომ შპს „მომავალი 2027“-ის საკუთრებაში არსებული 2 098 კვ.მ
მიწისა და მასზე განთავსებული ობიექტების ექსპროპრიაციის
გადაწყვეტილება მიიღო.
გორში ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქციისა და უეფას IV კატეგორიის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეკონომიკის სამინისტრომ შპს „მომავალი 2027“-ის საკუთრებაში არსებული 2 098 კვ.მ მიწისა და მასზე განთავსებული ობიექტების ექსპროპრიაციის გადაწყვეტილება მიიღო.
13:41 / 06.11.2026
გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული
ქალი კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო
გამოძიებას 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აგრძელებს.
გორში, ჭალის დასახლებაში ავტომანქანის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალი კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აგრძელებს.
12:30 / 06.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.