ზემო ბოშურის ზევით მდებარე სოფლებში, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ ცხოვრობს, წლევანდელ ზამთარსაც მძიმედ გადაიტანენ.
გორის მერიამ 2026 წლის 9 თვეში 11 მილიონი ლარი ვერ აითვისა, იმ დროს, როდესაც ტანას ხეობის 10-მდე სოფელს გზა არ აქვს.
„ზამთარი მოვა, ისევ ჩაიკეტება გზა, შეშაც ვერ მოვიტანეთ, რომ გავთბეთ. არ მოგვცეს ბარათები. ხმელი ხეები მაინც მოგვეტანა“, - ამბობენ ყველაანთუბანში.
ზემო ბოშურის ზევით, ლევიტანამდე, თითქმის ყველა სოფელში ადამიანები ცხოვრობენ. ერთადერთი დასახლება, საიდანაც კვამლი აღარ ამოდის, ხაბალაანია. ყველაანთუბანში, ტუსრებში, ბალაანთუბანში, გაგლოანთუბანსა და ლევიტანაში კი კერას ჯერ კიდევ არ აციებენ.
„აქ იმდენი უსამართლობა ხდება, ხალხი ხმას ვერ იღებს. უნდათ, რომ ეს ხეობა ადამიანებისგან დაიცალოს და მერე ეს მიწები მათ დარჩეთ“, - აცხადებენ ყველაანთუბანში.
თუ როგორ ყიდის სახელმწიფო ადგილობრივი მცხოვრებლების მამაპაპურ სახლებსა და მიწებს, ამის შესახებ რეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები