ბუნებრივი აირის გათიშვასთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მიიღეს რეკომენდაცია, რომ 24 ნოემბერს „მოკლე გაკვეთილები“ ჩაატარონ, 25 ნოემბრის გაკვეთილებს კი რომელიმე შაბათ დღეს გადაიტანენ.
„რესურსცენტრის რეკომენდაცია ასეთია: 23 ნოემბერს ვამუშავებთ სრული დატვირთვით, გაზის გათიშვამდე. 24-ში ვისწავლით შემოკლებული გაკვეთილებით, 25 ნოემბერს გადავიტანთ რომელიმე შაბათ დღეს, შემდეგ ვიმოქმედებთ სიტუაციიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია წერილში.
წერილი არ ეხება სკოლებს, სადაც შეშით თბებიან.
შეგახსენებთ, რომ გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განცხადებით, 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებს, ასევე ბორჯომსა და ბაკურიანს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები