მოსკოვში, რუსეთის პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტსა და იქ გაკეთებულ განცხადებებზე ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.
მოსკოვის ოფიციალური პრესრელიზის თანახმად, შეხვედრაზე ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ პატრიარქ კირილეს მადლობა გადაუხადა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარებაზე ისაუბრა:
„თქვენ იცით, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იცავდა და მომავალშიც დაიცავს კანონიკურ სამართალს. ჩვენთვის სრულიად მიუღებელია ვაღიაროთ ვინმე, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია და არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით“, - ციტირებს მიტროპოლიტ თეოდორეს რუსეთის საპატრიარქო.
საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე არ გაუვრცელებია დამოუკიდებელი განცხადება, რომელიც დაადასტურებდა, ზუსტად ასეთი ფორმულირებით ისაუბრა თუ არა ქართულმა დელეგაციამ, თუ ეს მოსკოვის ინტერპრეტაციაა.
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია 2019 წელს მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ტომოსის მინიჭების შემდეგ ოფიციალურად არ უღიარებია, რის მიზეზადაც საერთო მართლმადიდებლური კონსენსუსის მოლოდინი სახელდება. თუმცა, მოსკოვში ამ პოზიციის „ზეწოლისადმი დაუმორჩილებლობად“ წარმოჩენა მნიშვნელოვანი დიპლომატიური გზავნილია - მით უფრო იმ ფონზე, როცა ქართველი მღვდელმთავრების ნაწილი, მათ შორის რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი, პატრიარქ კირილეს ღიად უწოდებს „ომისა და სისხლისღვრის მაკურთხებელს“.
შეგახსენებთ, რომ 21 ნოემბერს მოსკოვში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს ეკლესიის სახელით ესწრებოდნენ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
აღსანიშნავია, რომ ეს ციტატა მხოლოდ რუსული მხარის მიერ გავრცელებულ შეჯამებაში იძებნება.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები