რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ორი წელი გავიდა გორის მერიის მიერ ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებიდან
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, 2018 წელს, მიიღო ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. მას შემდეგ 2 წელი გავიდა, თუმცა სტიქიური ნაგავსაყრელები, რომელიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაანადგურეს, ისევ გაჩნდა.

მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის" წარმომადგენელი, ანა ჯებისაშვილი ამბობს, რომ ამის მრავალი მიზეზი არსებობს. კერძოდ, ერთის მხრივ, მოსახლეობაში ცნობიერების დაბალი დონე, მეორე - ნარჩენების მართვის გეგმის განხორციელება პრაქტიკაში.

რას ნიშნავს ნარჩენების მართვის გეგმა

ევროპასთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, საქართველომ ვალდებულება აიღო, რომ საერთო ღირებულების დაფუძნებით, ევროპის ქვეყნებთან შესაბამისად განახორციელოს და გააძლიეროს სხვადასხვა მიმართულებები საქართველოში; დანერგოს და ხელი შეუწყოს ინსტიტუციური გაძლიერებას, ადამიანის უფლებების ფუნდამენტარული ღირებულებების გაღრმავებას, საჯარო მმართველობის გაუმჯობესებას და ა.შ.

,,ერთერთი არის სწორედ გარემოს დაცვა. გარემოს დაცვა ასოცირების შეთანხმებაში, ერთერთი მნიშვნელოვანია, და ის ეფუძნება მანსტრიხის ხელშეკრულებას, რომელიც 1992 წელს მიიღო ევროპამ. ჩვენ ამ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ ამ ხშეკრულებაში არსებული ფუნდამენტარული ღირებულებები გავაძლიეროთ და დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც გულისხმობს გარემოს ხარისხის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას ჩვენს ქვეყანაში, ადამიანის ჯამრთელობის დაცვას, ბუნებრივი რესურსების გონებრივ და რაციონალურ გამოყენებას, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშწყობას, გლობალურ და რეგიონალური გარემოს დაცვითი პრობლემების დასაძლევად." - განმარტავს ანა ჯებისაშვილი.

ანა ჯებისაშვილი წარმოადგენს იმ ორგანიზაციას, რომელმაც გორის მუნიციპალიტეტში, ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავების დროს, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. კერძოდ, ამ ორგანიზაციამ მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა. მიაწოდა შესაბამისი რეკომენდაციები მუნიციპალიტეტს, რაც გეგმაში აისახა კიდეც.

ანა ჯებისაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს, როგორც მოსახლეობის გამოკითხვების შედეგებს, ასევე, მნიშვნელოვან ფუნდამენტურ დოკუმენტებს:

,,ჩვენ გვაქვს ასევე ნარჩენების მართვის კოდექსი. ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს როგორც ნარჩენების კოდექსთან, ასევე ნარჩენების მართვის ეროვნულ გეგმასთან. საქართველოს ეროვნული გეგმა ითვალისწინებს იმას, რომ ის მანსტრიხის ხელშეკრულებასთან და ასოცირების შეთანხმებასთან იყოს დაახლოებული, დანერგოს ახალი მიმართულებები, ახალი პრინციპები და ეტაპობრივად გააუმჯობესოს და განავითაროს ეს მიმართულებები. რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ როგორც კი ნარჩენების მართვა გაძლიერდება და ახალ სტანდარტებზე გადავა, შესაბამისად გაუმჯობესდება ადამიანების ჯამრთელობა, გარემოს დაცვა და ა.შ." - აცხადებს ანა ჯებისაშვილი.

კვლევის შედეგები მოსახლეობაში

2019 წელს, მეგობრობის ხიდი „ქართლოსმა“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სტრატეგიული განვითარების და კვლევების ცენტრთან“ ერთად, ჩაატარა კვლევა. ეს იყო მცირე გრანტის ფარგლებში განხორციელებული პროექტი - „სუფთა გარემო ნარჩენების გარეშე“.

პროექტი დაფინანსებული იყო ევროკავშირისა და „კონრად ადეუნაუერის" ფონდის მიერ.

,,ეს კვლევა გულისხმობდა იმის გარკვევას, თუ რამდენად შესაბამისობაში იყო გორის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა საერთაშორისო ხელშკრულებასთან და ეროვნულ კოდექსთან.

,,ასევე გამოვიკვლიეთ, თუ როგორი წესით ხდებოდა ნარჩენების გატანა მოსახლეობისგან და მოსაკრებლის აკრეფა, რომელსაც აიპი ახორციელებს გორის მუნიციპალიტეტში, და მათთანაც მოხდა კომუნიკაცია და თანამშრომლობა, ასევე მოხდა ინდივიდულარი გამოკითხვა სოფლებში. ადგილზე იქნა შემოწმებული ის დახურული ნაგავსაყრელები, რომლებიც მერიის ცნობით, დახურლი იყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ დახურვის შემდეგ ისინი კვლავ აღმდგარია და ფუნქციონირებს. მოსახლეობა ურჩევნია, რომ სწორედ ნაგავსაყრელთან მიიტანოს ნაგავი, ვიდრე ნაგვის ურნებთან, თუმცა ამის გამომწვევი მიზეზი დაასახელეს" - განმარტავს ანა ჯებისაშვილი.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ამის მიზეზად დასახელდა არასაკმარისი ნაგვის ყუთები.

,,ასევე არის ის პრობლემა რომ მოსახლეობა არ იხდის ნაგვის მოსაკრებლის გადასახადს და სოფელში პირდაპირ ამბობენ, რომ ამის წინააღმდეგები არიან; რომ მათგან არ აქვთ შესაბამისი სერვისი, ანუ ვერ გრძნობენ მუნიციპალიტეტის მხრიდან შესაბამის სერვისს, რომ შემდეგ ამისთვის გადაიხადონ, ეს რა თქმა უნდა, ჯაჭვურ პრობლემას ქმნის, რადგან მერე ეს სტიქიური ნაგავსაყრელები ძირითადად მდინარეების გარშემო არის ლოკალიზებული." - აღნიშნავს კვლევის ავტორი.


როგორია ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმა


,,ქართლოსის" წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ რაიმე სერიოზული დარღვევა მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმაში, არ შეინიშნება:

,,მუნიციპალიტეტის გეგმა ნამდვილად შესაბამისობაში ეროვნულ გეგმასთან და კოდექსთან, თუ არ ჩავთვლით ისეთ პუნქტებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია. თუმცა, პრაქტიკაში ამ გეგმის განხორციელება რეალურად სხვა სურათს გვაძლევს. სტიქიური ნაგავსაყრელები, რომლებიც დახურეს, მაგალითად ვნახეთ, რომ ისევ ფუნქციონირებს, მერიას მიაჩნია, რომ ისინი ისევ რომ დაიხუროს, უნდა მოსახლეობამ განცხადებით უნდა მიმართოს, ამის გარეშე თვითონ მერია ამაზე არ ზრუნავს" - აღნიშნავს კვლევის ავტორი.

ორგანიზაციამ, მერიასთან და კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად, შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გამოსავალს ეძებს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ბიუჯეტში თანხები ნაგვის ურნების შესაძენად დაამატეს.

 


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.