რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ვინ ესროლა ქართველ პოლიციელებს რუსული საგუშაგოდან - ბრალდებული გამართლდა
2007 წლის 9 იანვარს საღამოს საათებში, ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე ქართულ საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნეს. ეს ამბავი მედიაში არ გახმაურებულა. ბრალდებული 10 წლის შემდეგ დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, მან ქართულ საგუშაგოს რუსული საგუშაგოდ ესროლა. ერთწლიანი სასამართლოს განხილვის შემდეგ მამაკაცი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

რა მოხდა ქართულ და რუსულ საგუშაგოებს შორის?

საქმის მასალების მიხედვით, ფაქტი 2007 წლის 9 იანვარს საღამოს 21 საათზე მოხდა. ფაქტის შესახებ შეტყობინება შსს სამინისტრომ ელსმენით მიიღო. დაკითხეს ქართულ საგუშაგოზე მყოფი პოლიციელები, თუმცა ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

10 იანვრით დათარიღებული ელსმენით შეტყობინების ოქმიდან ირკვევა, რომ კონკრეტულ დროს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის კონტროლირებული ტერიტორიიდან შს სამმართველოს პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი ავტომატური იარაღიდან დაუდგენელმა პირმა გაუხსნა.

მას შემდეგ 10 წელი გავიდა. ხაშურის პოლიციამ 2017 წელს დააკავა პირი, რომელსაც აღნიშნულ ქმედებაში დასდეს ბრალი. 2018 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, ბრალდებული უდანაშაულოდ სცნეს.

რატომ გაამართლა სასამართლომ ბრალდებული?

სასამართლომ აღნიშნა, რომ მოწმე პოლიციელების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია, რომლითაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება არ იკვეთება.

ოთხივე პოლიციელი განმარტავდა, რომ რუსების საგუშაგოზე მისვლის დროს ბრალდებულმა ავტომანქანა ,,ნივიდან" განახორციელა სროლა, არ გადმოსულა მანქანიდან, ხოლო ტყვიები საგუშაგოს სიახლოვეს ცვიოდა, პოლიციელები კი შემთხვევით გადაურჩნენ სიკვდილს.

სასამართლოში განხილვისას კი, პოლიციელებმა განაცხადეს, რომ ბრალდებული ავტომანქანიდან გადმოვიდა და ისე ისროდა.

ერთ-ერთი პოლიციელის განცხადებით, პოლიციის საგუშაგომდე ტყვია არ მიდიოდა, რომ მისულიყო, მოხვდებოდა კიდეც ვინმეს ან რამეს. მეორე პოლიციელმა განმარტა, რომ მართალია მათ ტყვია არ მოხვედრიათ, მაგრამ ოდნავ მოშორებით მდგარ თანამშრომლის მანქანას ერთი ტყვია მაინც მოხვდა.

საქმის მასალების მიხედვით, მანქანაზე ტყვიის მოხვედრის დამადასტურებელი დოკუმენტი (ექსპერტიზა) არ მოიძებნა.

,,აღნიშნული უდავოდ ცხადყოფს, რომ დაზარალებულები (პოლიციელები - რედ) ყველანაირად ცდილობდნენ სასამართლოს უსაფუძვლოდ დარწმუნებას, რომ შემთხვევის დროს, სწორედ ბრალდებული აწარმოებდა გასროლებს მათი მიმართულებით." - აღნიშნულია განაჩენში.

გადაწყვეტილებაში ასევე ვკითხულობთ:

,,ქართველების ბლოკსაგუშაგოზე ხსენებულ დროს ბრალდებულმა მართლაც გაიარა ავტომანქანა ,,ნივით", მაგრამ ის, რომ მან ნამდვილად განიზრახა ქართველი პოლიციელების მოკვლა და რუსების ბლოკსაგუშაგოდან სროლა, საქმის მასალებით უტყუარად არ დასტურდება. ასევე, შემთხვევა ხდება 2007 წლის 9 იანვარს, 21 საათზე, როდესაც საკმარისად ბნელა. ამ ვითარებაში, 200 მეტრის მანძილზე ადამიანის უტყუარად ამოცნობა, თუნდაც საგუშაგო ყოფილიყო განათებული, შეუძლებელია. მხოლოდ ის გარემოება, რომ ავტომანქანა მოძრაობდა რუსების საგუშაგოს მიმართულებით, ბრალდების სამტკიცებლად საკმარისად ვერ მიიჩნევა." - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

პოლიციელები აცხადებდნენ, რომ სროლის დროს ე.წ. "ლატოკებით" ამოშენებულ, ამოცემენტებულ არხს შეაფარეს თავი და ტყვიები მათ ახლოს ცვიოდა.

,,ტყვია თუ არა, ანასხლეტის კვალი მაინც დარჩებოდა ცემენტის ზედაპირზე, რაც შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით არ დადასტურდა." - აღნიშნავს ხაშურის მოსამართლე.

შიდა ქართლის პროკურორმა გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ხაშურის სასამართლოს გადაწყვეტილება და განმარტა:

,, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა საქმეში არ მოიპოვება და გაურკვეველია, თუ რატომ არ დაერთო ფოტომასალა საქმეს. იარაღი ან ტყვიები თუ მასრები გამოძიების მიერ ამოღებული არ ყოფილა და შესაბამისად, არც ბალისტიკური ექსპერტიზა არ ჩატარებულა და არც შესაბამისი დასკვნა არ არსებობს იარაღის სახეობის თუ ვარგისიანობის თაობაზე." - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.