რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გიორგი ელიაური გორში, ბებია და პაპა - ცხინვალის რაიონში
იორგი ელიაური ბებიასა და პაპას წელიწადში ერთხელ ნახულობს, ესეც მაშინ, როდესაც ზემო არცევში საფლავების მონახულების უფლებას რუსი სამხედროები ქართველებს აძლევენ.

,,ბაბოს და პაპას სწორედ მაშინ ვნახულობ, როდესაც ისინი ზემო არცევის საფლავზე სოფელ ვილდადან ჩამოდიან. ვილდა სადღაც 15-20 კმ მანძილითაა დაშორებული არცევიდან. მეც წარმოშობით იქიდან ვარ. ვილდაში დავიბადე“ - ამბობს გიორგი.

ის, ამჟამად, სკოლას ამთავრებს. დედასთან და ძმასთან ერთად, გორში, ცხოვრობს. 11 წელი სოფელ სკრაში, საბავშვო ბაღის შენობაში გაატარა. საბავშვო ბაღის რემონტის გამო, გორში გადავიდა საცხოვრებლად.

,,ვილდა როცა დავტოვეთ, 6 წლის ვიყავი. იქიდან წამოვედით მე, დედა და ჩემი ძმა.  დარჩნენ ბაბო და პაპა, ასევე ბიძა. იმ სოფელში სულ 5 ოჯახი ვცხოვრობდით.“- იხსენებს გიორგი.

სოფელი მდინარე მეჯუდის ხეობაში მდებარეობს, ცხინვალის რაიონია. ცხინვალიდან 32 კმ-ითაა დაშორებული. დღესდღეობით იქ ოთხი კომლი ცხოვრობს - აქედან სამი ელიაურებისა, ერთი კი ხარხელების გვარის.

,,სოფლის ისტორიის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მომეპოვება, მაგრამ ვიცი, რომ დიდი ხნის წინათ სახლობდნენ გენგიურები. შემდეგ მთიდან იწყეს ჩამოსახლება ოსებმაც - ბიჩენოვებმა, ორი საუკუნის წინ კი ილურიძეთა განაყარი - ელიაური (ჩემი წინაპარი) ჩამოსახლდა ვილდაში. ვილდა სამ ,,ნაწილად" გაიყო: ზემო ვილდა - ოსები ,,ბირაღაანი"(ბირაღ - ოსურად მგელი) - ბიჩენოვები. შუა ვილდა - გენგიურები (შემდეგ ბიჩენოვებიც ჩამოსახლდნენ) და ქვემო ვილდა, ჭალა - ელიაურები." - გვიყვება გიორგი.

რაც შეეხება ვილდას გარშემო სოფლებს:

,,ვილდას გარშემო 3 ქართული სოფელია. ესენია: ისროლი, სადაც 1 ოჯახი ცხოვრობს. ასევე, დვალიანთკარი, სადაც 1 ოჯახი დვალიშვილები ცხოვრობენ; იქვეა სოფელი არდისი, იქ 1 ოჯახი ხუბულოვები ცხოვრობენ. თვითონ, ვილდაც ადრე დიდი სოფელი იყო, ზემო და ქვემო ვილდად იყოფოდა“ - გვიხსნის გიორგი.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ოსებმა მთლიანად დატოვეს ზემო ვილდა. ელიაურებმაც დატოვეს სოფელი და ბარში ჩასახლდნენ. საბჭოთა კავშირის დროს სამგანვე იყო ელ-ენერგია (90-იანებამდე). მხოლოდ 2015 წელს სრულად მოხდა ხეობის ელექტროფიკაცია.

ამჟამად, სოფლის ფოტოებს გიორგი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. იქ დარჩენილ ბებოს და პაპას, ასევე, ნათესავებს ტელეფონით და სოციალური ქსელით ეკონტაქტება.

,,კომუნიკაცია არ მიჭირს. ვუკავშირდები ხოლმე მობილურით. ნათესავებს სოციალური ქსელითაც ვეხმაურები. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ ადგილზე მათ ნახვას“ - ამბობს გიორგი.

ის ომის დროს 6 წლის იყო, თუმცა ვითარება ახსოვს და გვიყვება, რომ დღემდე ვილდაში და მის გარშემო სოფლებში, ოსებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა შენარჩუნებული აქვთ:

,,ომი იყო, მაგრამ ჩვენ სოფელში დაძაბულობა არ ყოფილა, არც სამხედროების მოძრაობა იყო. თუმცა ომი იყო და შიშის გამო, დედა და ჩემი ძმა წამოვედით. ვინც დარჩნენ, იმათ არც მაშინ და არც ეხლა საფრთხე არ შექმნიათ. პატარა სოფლებია მაგ ხეობაში. შერეული, ქართულ-ოსური სოფლები. ომის დროს იქ მცხოვრებმა ოსებმა დაიცვეს ქართველები“ - გვიყვება გიორგი.

სოფლის შესახებ და იქ მცხოვრები ბებოს და პაპას ყოფის შესახებ, გიორგიმ, რა თქმა უნდა, იცის დეტალურად.

უახლოესი სოფლები, რომელიც ვილდასთან ყველაზე ახლოსაა და გორის მუნიციპალიტეტს ემიჯნება, ბიყარი და ღრომია. თუმცა, ვილდადან დაახლოებით 10-15 კმ მანძილითაა დაშორებული. ხეობაში შიდა გზა ზამთარსა და ნალექიან პერიოდში გაუვალია. მთის სოფლებისთვის დამხასიათებელი ყოფა აქ ჩვეულებრივი მოვლენაა:

,,მისდევენ ჩემები სოფლის მეურნეობას, ჰყავთ საქონელი, უვლიან ნაკვეთებს. თუ სამედიცინო დახმარება დასჭირდებათ, მიდიან ბიყარში ან ღრომში, სადაც ამბულატორიაა.“ - ამბობს გიორგი ელიაური.


ფოტოზე: ამირანი და იზო - გიორგის ბებია და პაპა

გიორგი 3 წელია მოთხრობებს წერს. მისმა მოთხრობამ ,,ერთი ტყვია, ორი სიცოცხლე“ გორის მწერალთა სახლში ჩატარებულ კონკურში მეორე ადგილი დაიკავა.

,,ეს მოთხრობა ხევსურ პატარა ბიჭზეა. უნდა, რომ მამამ იამაყოს მისით. ცდილობს, რომ მამას დაუმტკიცოს თავისი სივაჟკაცე. ცდილობს, რომ მამის ნდობა მოიპოვოს. ამას დაუმტკიცებს, ნდობასაც მოიპოვებს, მაგრამ პატარა ბიჭს ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდება.“ - გვითხრა მოთხრობის ავტორმა.

არ ახსოვს ლექსებისა და მოთხრობების წერა როდის დაიწყო. ამჟამად, დავით აღმაშენებლის სახელობის კონკურსში იღებს მონაწილეობას. მისი მოთხრობა ფინალისტებს შორის მოხვდა.

ქვემოთ ფოტოზე:
გიორგი ელიაური ჟურნალ ,,მწიგნობარის" პრეზენტაციაზე, გორში, სადაც მისი მოთხრობა დაიბეჭდა.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.