რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
"ქოლგა თბილისი ფოტოს" ვირტუალური კვირეული [R]
წელს "ქოლგა თბილისი ფოტო", არსებული რეალობის გათვალისწინებით, განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. პირველად, 19 წლის განმავლობაში, ფოტოკვირეული ყველა ღონისძიებას ვირტუალურ სივრცეში - www.kolga.ge უმასპინძლებს.

4 მაისს, გახსნაზე, "ქოლგა თბილისი ფოტოს" სოციალურ ქსელსა და "არტ არეას" პირდაპირ ეთერში, აუდიტორია საერთაშორისო ფოტოკონკურსის დაჯილდოების ცერემონიას იხილავს. საერთაშორისო ჟიურის მიერ გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდებიან:

· დოკუმენტური სერია

· რეპორტაჟი

· კონცეპტუალური ფოტოპროექტი

· ერთი კადრი

· საუკეთესო მობილური ფოტო

5 მაისიდან 10 მაისის ჩათვლით, 15 საერთაშორისო და ადგილობრივი ჯგუფური თუ ინდივიდუალურ გამოფენა, დისკუსიები, უცხოელ ფოტოგრაფებთან შეხვედრები და პორტფოლიო-განხილვებია დაგეგმილი.

წელს საპრიზო ფონდი 6 500 აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს 1500-1500 აშშ დოლარი, საუკეთესო ერთი კადრის გამარჯვებულს 1000 აშშ დოლარი, საუკეთესო მობილური კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 500 აშშ დოლარი გადაეცემა.

25 წლამდე ასაკის ერთ-ერთი ფოტოგრაფი, ტრადიციულად წელსაც დაჯილდოვდება პრემიით - KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD, რომლის ფოტოსერიაც შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან შეირჩა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი. გამარჯვებული 500 დოლარით დასაჩუქრდება.

კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, ვირტუალურ სივრცეში - www.kolga.ge ყველა მსურველს შეუძლია დაათვალიეროს ფაბიო სგროის (იტალია), მარტინ ბოგრენის (შვედეთი), ნინა კორონენის (შვედეთი), ფინბარ ორაილის (ინგლისი), მეს ნისენის (დანია), გიორგი შენგელიას (საქართველო), ლუის ვაინშტაინის (ჩილე) და კიდევ მრავალი ფოტოგრაფის როგორც პერსონალური, ასევე ჯგუფური გამოფენა, მათ შორის საერთაშორისო ფოტოჟურნალების - GUP-ისა და EEP Bერლინ-ის გამოფენები.

გამოფენებთან ერთად, ფოტოკვირეულის განათლების სექცია წელსაც მასპინძლობს საერთაშორისო ფოტოექსპერტების დისკუსიებს, საერთაშორისო ფოტოგრაფების, რედაქტორების, კურატორებისა და არტ-კრიტიკოსების პორტფოლიო-განხილვებს, რაც საქართველოში მცხოვრებ ფოტომოყვარულებს და პროფესიონალ ფოტოგრაფებს საშუალებას აძლევს კვალიფიკაცია აიმაღლონ და საუკეთესო გამოცდილება მიიღონ. ამ სექციით "ქოლგა თბილისი ფოტო" საქართველოში ფოტოხელოვნების, როგორც მედიის ერთ-ერთი ფორმის პოპულარიზაციასა და განვითარებას უწყობს ხელს.

თიბისი მე-16 წელია "ქოლგას" მხარდამჭერია. წელს, ფოტოკვირეულის ფარგლებში, თიბისი სტატუსის საგანმანათლებლო პლატფრომა - სტატუს შეხვედრები, საკუთარი მომხმარებლებისთვის 2 დისკუსიას უმასპინძლებს:

· ფოტოგრაფიის ლექტორი, ხოსე ლუის ნევესი - "Let"s Get Physical! Interrogating the Boundaries of Photobook Making".

· ბრიტანელი ფოტოგრაფი, "Canon"-ის ელჩი, კლაივ ბუთი - "Recipe for a portrait".

ფოტოკვირეულის პარტნიორი მუზეუმები და გალერეები არიან: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ხელოვნების სასახლე, თიბისი არტ გალერეა, არტარეა გალერეა, გალერეა Fოტოგრაფია, უსახელო გალერეა, გალერეა ლიჰტბლიკი, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

"ქოლგა თბილისი ფოტოს" დეტალური პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.kolga.ge
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
მმართველი პარტია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი
სარჩელით 5 ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“
აკრძალვას ითხოვს. განცხადება გორის რესურსცენტრის ყოფილმა
ხელმძღვანელმა და საკრებულოს ექსწევრმა „რუსთავი 2-თან“ საუბარში
გააკეთა.
მმართველი პარტია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით 5 ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვას ითხოვს. განცხადება გორის რესურსცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა და საკრებულოს ექსწევრმა „რუსთავი 2-თან“ საუბარში გააკეთა.
21:00 / 14.11.2026
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს ხუთივე ბრალდებულს 5-5
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად სამსახურებრივი
უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და ჟურნალისტურ საქმიანობაში
უკანონოდ ხელის შეშლა ედებათ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს ხუთივე ბრალდებულს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა ედებათ.
19:23 / 14.11.2026
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ბრალდებულმა თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში
მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ თანხა წინასწარ
მიიღო, თუმცა პირობა არ შეასრულა. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ თანხა წინასწარ მიიღო, თუმცა პირობა არ შეასრულა. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
14:05 / 14.11.2026
ინიციატივა მოძრაობა „სადაგის“ მოხალისის ჩართულობით განხორციელდა,
რომელიც საზოგადოებისთვის გორის მერობის კანდიდატ კონსტანტინე
ბუზალაძესთან სოფლის გზებისა და შეწყვეტილი დასავლური დაფინანსების
შესახებ გამართული დიალოგით გახდა ცნობილი.
ინიციატივა მოძრაობა „სადაგის“ მოხალისის ჩართულობით განხორციელდა, რომელიც საზოგადოებისთვის გორის მერობის კანდიდატ კონსტანტინე ბუზალაძესთან სოფლის გზებისა და შეწყვეტილი დასავლური დაფინანსების შესახებ გამართული დიალოგით გახდა ცნობილი.
12:58 / 14.11.2026
პატარა ლიახვის ხეობაში ჩაძირული უცხოური მარკის ავტომანქანა
მყვინთავებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს. ინფორმაციას
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
პატარა ლიახვის ხეობაში ჩაძირული უცხოური მარკის ავტომანქანა მყვინთავებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს. ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
11:12 / 14.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.