რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სურამულას გასაწმენდად გამოცხადებულ ტენდერში დარღვევები დადგინეს
სურამულას არხის გასაწმენდად დაწყებული დავა დასრულდა. შესყიდვების სააგენტომ აღნიშნა, რომ ტენდერი ხარვეზებით ჩატარდა.

კერძოდ, სამშენებლო კომპანია ,,ჯორჯიან ბილდიმ", ისეთი სამუშაოების შესრულების გამოცდილება დაასახელა, რომლის ნამდვილობა არ დასტურდება. ამ ,,არარსებული" გამოცდილების საფუძველზე, 2020 წლის 15 მაისს ხაშურის მერიამ შპს ,,ჯორჯიან ბილდის" წარმომადგენელი ხელშეკრულების გასაფორმებლად მიიწვია.

ეს პროცესი არ მოეწონა კომპანია ,,ბანის" წარმომადგენელს, რომელიც ტენდერში საერთოდ არ მონაწილეობდა.  ,,ბანი"-ს წარმომადგენელი აცხადებდა, რომ დაუშვებელია კონტრაქტი ,,ჯორჯიან ბილდთან" გაფორმდეს. კერძოდ:

,,კომპანია ჯორჯიან ბილდი აღნიშნავს, რომ  იყო შპს "გზამშენი-18"-ის ქვეკონტრაქტორი, არ იკვეთება, თუ ვისი კონტრაქტორია თვითონ შპს "გზამშენი-18" (აღნიშნული მონაცემი ვერ იქნა მოძიებული) და, ამასთან, მნიშვნელოვანია - შეეძლო თუ არა მას სხვა ქვეკონტრაქტორის აყვანა. შესაბამისად, მერიას აუცილებლად უნდა გადაემოწმებინა აღნიშნული მონაცემები და შემოწმების შედეგების გარეშე არ უნდა ჩაეთვალა აღნიშნული, შპს Georgian build-ის გამოცდილებად." - აღნიშნავს ,,ბანის" წარმომადგენელი.

კომპანია ,,ბანი"-ს წარმომადგენელი თვლის, რომ თავის მხრივ შპს ,,გზამშენი-18"-ის დოკუმენტაციაა მოსაძიებელი, რომლის ქვეკონტრაქტორად  ,,ჯორჯიან ბილდი" ითვლება..

,,სატენდერო კომისიას აუცილებლად უნდა გადაემოწმებინა დამკვეთთან შპს "გზამშენი-18"-ის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების რეალობა, რომელიც ჩვენს მიერ ვერ იქნა მოძიებული ელექტრონულ სისტემაში." - აღნიშნავს ,,ბანი".
ხაშურის მერიას ,,ბანის" ბრალდებებზე ჯერ პასუხი არ აქვს მზად. ამ პასუხს შემოგთავაზებთ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.