რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
72-წლის მარიზა
ნონიკაშვილი დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მარტო
ცხოვრობს. სიარული უჭირს, ვერ გადაადგილდება. მომვლელს, რომელსაც
თვეში 50 ლარს უხდის, ყოველდღიურად მისვლა არ უხერხდება.
,,თავის დროზე მერვე საავადმყოფოში ვმუშაობდა, ნერვოპათოლოგად. შემდეგ კუბაში ვიმუშავე 2 წელი. საკუთარი მანქანა მყავდა. დედაჩემი ფილოგოგი იყო, კონსტანტინე გამსახურდიას ასპირანტი იყო, დეიდაჩემი ექიმი იყო, მთელი ტანას ხეობის სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. მე ზვიად გამსახურდიას მმართველოს პერიოდში მისი პირადი ექიმი ვიყავი. ტრავმა მივიღე იმ დროს. სახსრების შემოტევა დამეწყო, დღეს უკვე სიარული მიჭირს. მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე. ყველა დამეღუპა ვინც მყავდა, არ დავოჯახებულვარ, დავრჩი მარტო და დღეს ჩემი მეზობლისნაირი ხალხი ასეთ დღეში მაგდებს," - გვითხრა მარიზა ნონიკაშვილმა.
გუშინ ხიდისთავის შს განყოფილების თანამშრომლები გამოიძახა. ამბობს, რომ მეზობელი მის საცხოვრებელი სახლის გარე კედლებს და ღობეებს ანგრევს. საჯარო რეესტრში მისმა მეზობელმა დაიკანონა მიწის ფართობი, რომელზეც მარიზა ნონიკაშვილის სახლი მოყვა.
,,ის ვინც მე სახლს მინგრევს, ყოფილი პოლიციელია. რანაირად დაიკანონა ეს ადგილი, მე წარმოდგენა არ მაქვს. შარშან დეკემბერში გავიგე ამის შესახებ. მე არ შემიძლია მოძრაობა, ვერსად მივდივარ. ვის ვედავო, სად ვედავო. თვითონ სადაც ცხოვრობს, ის დედაჩემის პაპამ დარეგისტრირა, როგორც შვილობილს. ამ სახლში კი დეიდაჩემი ცხოვრობდა." - ამბობს მარიზა ნონიკაშილი.
ხიდისთავის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, როგორც მარიზა ნონიკაშვილი გვეუბნება, სახლის ნგრევის პროცესი შეაჩერა, თუმცა, როდემდე გაგრძელდება ეს, უცნობია.
მარიზა ნონიკაშვილს სოციალური დახმარებაც არა აქვს. ,,დიდი ხანია მომიხსნეს, მიზეზიც არ ვიცი. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, რომ შეაჩეროს ჩემი შევიწროება, თორემ მუხლიჩოქა დავდგები, ისე გავალ გარეთ და გავადგურებ" - ამბობს მარიზა ნონიკაშვილი.
ზვიად გამსახურდიას პირადი ექიმი დღეს
72-წლის მარიზა
ნონიკაშვილი დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მარტო
ცხოვრობს. სიარული უჭირს, ვერ გადაადგილდება. მომვლელს, რომელსაც
თვეში 50 ლარს უხდის, ყოველდღიურად მისვლა არ უხერხდება.,,თავის დროზე მერვე საავადმყოფოში ვმუშაობდა, ნერვოპათოლოგად. შემდეგ კუბაში ვიმუშავე 2 წელი. საკუთარი მანქანა მყავდა. დედაჩემი ფილოგოგი იყო, კონსტანტინე გამსახურდიას ასპირანტი იყო, დეიდაჩემი ექიმი იყო, მთელი ტანას ხეობის სოფლების მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა. მე ზვიად გამსახურდიას მმართველოს პერიოდში მისი პირადი ექიმი ვიყავი. ტრავმა მივიღე იმ დროს. სახსრების შემოტევა დამეწყო, დღეს უკვე სიარული მიჭირს. მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე. ყველა დამეღუპა ვინც მყავდა, არ დავოჯახებულვარ, დავრჩი მარტო და დღეს ჩემი მეზობლისნაირი ხალხი ასეთ დღეში მაგდებს," - გვითხრა მარიზა ნონიკაშვილმა.
გუშინ ხიდისთავის შს განყოფილების თანამშრომლები გამოიძახა. ამბობს, რომ მეზობელი მის საცხოვრებელი სახლის გარე კედლებს და ღობეებს ანგრევს. საჯარო რეესტრში მისმა მეზობელმა დაიკანონა მიწის ფართობი, რომელზეც მარიზა ნონიკაშვილის სახლი მოყვა.
,,ის ვინც მე სახლს მინგრევს, ყოფილი პოლიციელია. რანაირად დაიკანონა ეს ადგილი, მე წარმოდგენა არ მაქვს. შარშან დეკემბერში გავიგე ამის შესახებ. მე არ შემიძლია მოძრაობა, ვერსად მივდივარ. ვის ვედავო, სად ვედავო. თვითონ სადაც ცხოვრობს, ის დედაჩემის პაპამ დარეგისტრირა, როგორც შვილობილს. ამ სახლში კი დეიდაჩემი ცხოვრობდა." - ამბობს მარიზა ნონიკაშილი.
ხიდისთავის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა, როგორც მარიზა ნონიკაშვილი გვეუბნება, სახლის ნგრევის პროცესი შეაჩერა, თუმცა, როდემდე გაგრძელდება ეს, უცნობია.
მარიზა ნონიკაშვილს სოციალური დახმარებაც არა აქვს. ,,დიდი ხანია მომიხსნეს, მიზეზიც არ ვიცი. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, რომ შეაჩეროს ჩემი შევიწროება, თორემ მუხლიჩოქა დავდგები, ისე გავალ გარეთ და გავადგურებ" - ამბობს მარიზა ნონიკაშვილი.
ამავე კატეგორიაში
გასულ წლებთან შედარებით ბენეფიციართა სია 210 ოჯახით გაიზარდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სასურსათო
პროდუქტებისგან შემდგარი ნობათი მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის 27
დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.
„საბას“, „ლიტერასა“ და „საგურამოს“ პრემიების ლაურეატმა, ასევე
ვირჯინია ვულფის, სილვია პლათისა და შექსპირის მთარგმნელმა ბოლო
კრებული „ვარსკვლავს, ყვავილს, ადამიანს“ 2026 წლის შემოდგომაზე
გამოსცა.
მმართველი პარტია ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი
სარჩელით 5 ოპოზიციური პარტიის, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“
აკრძალვას ითხოვს. განცხადება გორის რესურსცენტრის ყოფილმა
ხელმძღვანელმა და საკრებულოს ექსწევრმა „რუსთავი 2-თან“ საუბარში
გააკეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 12 ნოემბერს ხუთივე ბრალდებულს 5-5
წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად სამსახურებრივი
უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება და ჟურნალისტურ საქმიანობაში
უკანონოდ ხელის შეშლა ედებათ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,
ბრალდებულმა თბილისში, გურიასა და შიდა ქართლში
მოქალაქეებისგან სამუშაოების დაწყების სანაცვლოდ თანხა წინასწარ
მიიღო, თუმცა პირობა არ შეასრულა. დანაშაული 9 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები