რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში ,,სამართლიანმა არჩევნებმა" 8 უბნის შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა
დღეს, 18 საათზე, საარჩევნო უბნებზე შედგენილ ოქმებთან დაკავშირებით, საჩივრების შეტანა დასრულდა. გორის საოლქო კომისიაში ,,სამართლიანი არჩევნებმა" 8 საჩივარი შეიტანა.

8-ვე საჩივარი უბნების შემაჯამებელ ოქმების ხარვეზებს ეხება. ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლები კომისიის ხელმძღვანელი პირების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და ზოგიერი უბანში ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვენ. ასე მაგალითად:

36-ე უბანზე, სოფელ ქვეშში,
პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არ შედგა ბალანსი. ყველა სახის სიაში ხელმომწერთა რაოდენობა ნაკლები ბიულეტინების რაოდენობასთან შედარებით.

პრაქტიკა აჩვენებს, რომ თუ საარჩევნო ყუთში 1-ით მეტი ბიულეტინიც აღმოჩნდა, ეს კომისიის მუშაობის ხარვეზზე მეტყველებს. ხოლო თუ ბიულეტინები აკლია, შესაძლოა, ეს ამომრჩევლის პასუხისმგებლობაზე გადავიდეს, რადგან დამკვირვებლების აზრით, ზოგჯერ ამომრჩევლები ბიულეტინებს არ ყრის ყუთში და მიაქვთ, ან ანადგურებენ.

სოფელ კვარხეთში პროპორციული არჩევნების შემაჯემებელ ოქმში ხელმომწერების რაოდენობა 14-ით აღემატება ხმათა რაოდენობის ჯამს. სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლის ცნობით, არ არის შევსებული ბათილი ბიულეტინების გრაფა. ამასთანავე, არასწორადაა შედგენილი შესწორების ოქმიც, სადაც კომისიის წევრთა ხელმოწერებიც აკლია.

107-ე უბანზე, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულებისთვის და თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის შეიქმნა, შემაჯამებელ ოქმში მონაცემები გადასწორებულია, ხოლო შესწორების ოქმში, კომისიის წევრების ხელმოწერები აკლია.

გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებაში შედგენილ პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არ არის თავმჯდომარის მოადგილის ხელმოწერა. სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი ითხოვს თავმჯდომარის, მოადგილის და მდივნის დასჯას.

კარალეთში, სკოლის შენობაში გახსნილ უბანზე, პროპორციული არჩევნების შემაჯემებელ ოქმს ერთ-ერთი კომისიის წევრის ხელმოწერა აკლია.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.