ახალი ამბები
ავლევის საარჩევნო უბანზე ყუთში პრეზიდენტის არჩევნების პერიოდის ბიულეტენები აღმოჩნდა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში ხმის დათვლის პროცესის დროს პრეზიდენტის არჩევნების პერიოდის ბიულეტენები აღმოჩნდა.

ამის შესახებ ფოტოები ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა გადაიღო. ავლევში ხაშური-ქარელის მაჟორიტარ კანდიდატს ირჩევენ.

,,ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევის N8 საარჩევნო უბანზე, სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის ინტერნეტგაზეთის - www.humanrights.ge-ის არჩევნებზე აკრედიტებული ჟურნალისტი აკვირდებოდა კენჭისყრისა და ხმის დათვლის პროცესს, საარჩევნო ყუთში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 6 ბიულეტენი აღმოჩნდა. თითოეული ბიულეტენი სხვადასხვა ცალ-ცალკე კონვერტში მოთავსებული იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მაჟორიტარულ ბიულეტენებთან ერთად.  საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენებზე შემოხაზული იყო შესაბამისი კანდიდატი და ჰქონდა ხელმოწერა და ბეჭედი.  როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა გადაამოწმეს, აღნიშნული ხელმოწერა არ ეკუთვნის ამ უბნის არცერთ რეგისტრატორს. ასევე, ბეჭდის ნომერი არ წარმოადგენს აღნიშნული უბნის ბეჭდის ნომერს'' - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

კომისიის წევრები აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ამომრჩეველმა ბიულეტინი გარედან შეიტანა.

20 საათზე, ცესკოს მონაცემებით, საარჩევნო უბნებთან 34 464  მოქალაქქე მივიდა, რაც საერთო ამომრჩევლის 33.21%-ია. სულ ოლქში 103794 ამომრჩეველია.

პირველ ტურში, ანალოგიურ პერიოდში, მისული იყო 60 942; ამომრჩეველი, ანუ 58.71%

ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იაგო ლაცაბიძის თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.

დღეს, ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტინში მხოლოდ ორი კანდიდატის - ზაალ დუგლაძისა და ნატო ჩხეიძის სახელი და გვარი დახვდა. იმის გამო, რომ ხაშური-ქარელის ოლქში, არჩევნების პირველ ტურში ვერც ერთმა მაჟორიტარმა კანდიდატმა 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მეორე ტური დაინიშნა.

როგორც ჩხეიძის შტაბის წევრმა qartli.ge-ს განუცხადა, ისინი ბოიკოტის რეჟიმში დარჩნენ და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღეს.

"ჩვენი კანდიდატი არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში. არც ხვალინდელი დღის გაპროტესტებას ვაპირებთ რაიმე ფორმით. მეტსაც გეტყვით ჩვენი შტაბი დაკეტილი იქნება" აღნიშნა მაია ახვლედიანმა.

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ნატო ჩხეიძემ სპეციალური მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა. მან მხარდამჭერებს უთხრა, რომ არ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით, ხაშური-ქარელის ოლქში, სადაც 103 798 ამომრჩეველი იყო, კენჭისყრაში მონაწილეობა 60 942 მოქალაქემ მიიღო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციიდან" ნატო ჩხეიძემ ხმების 29.62% (17 362) დააგროვა, ხოლო "ქართული ოცნებიდან" ზაალ დუგლაძემ 49.34% (28 918 ).

გაერთიანებული ოპოზიცია თვლის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩეევნები გაყალბდა, ამიტომ მეორე ტურში მონაწილეობას არ იღებენ. ოპოზიციური პარტიების საერთო გადაწყვეტილებით ბოიკოტს უცხადებენ მეორე ტურს.

ასევე, მათი გადაწყვეტილებით, არჩევნების მეორე ტურის დღეს არ ჩაატარებენ ერთობლივ აქციას და ყველა პარტია ინდივიდუალურად შეიმუშავებს სტრატეგიას.

ოპოზიცია იმასაც აღნიშნავს, რომ გამარჯვებული კანდიდატები პარლამენტში არ შევლენ და ბრძოლას ხელახალი არჩევნების მოთხოვნით ისევ გააგრძელებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე
50%-ია
სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო ვაზზე 50%-ია
16:16 / 12.06.2021
ქართულ-აფხაზური პარალელური ფილმების ციკლი მომზადებულია ,,სტუდია
რე''-ს

ქართულ-აფხაზური პარალელური ფილმების ციკლი მომზადებულია ,,სტუდია რე''-ს

15:45 / 12.06.2021
აღსანიშნავია, რომ მიტანის სერვისი გორის მასშტაბით უფასოა.
აღსანიშნავია, რომ მიტანის სერვისი გორის მასშტაბით უფასოა.
14:53 / 12.06.2021
გამოგვეკიდნენ, პატარა ბიჭი იყო მეზობელი, ის გაიქცა და მე დამიჭირეს.
სამნი იყვნენ, მერე
გამოგვეკიდნენ, პატარა ბიჭი იყო მეზობელი, ის გაიქცა და მე დამიჭირეს. სამნი იყვნენ, მერე
14:41 / 12.06.2021
სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის
მრავალსაუკუნოვანი

სხვადასხვა კულტურებთან ერთად, საქართველოში ჩაის მოყვანის მრავალსაუკუნოვანი

13:47 / 12.06.2021
ვიდეორეპორტაჟი
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, საკუთარი ფეხის ნაბიჯების შრიალი გაკრთობს. ცოტა ხანს ჩერდები, რომ იქნებ
პრემიერის დასასრულს, მით უფრო მაშინ, როდესაც სპექტაკლი სრული ანშლაგით მიდის,
,,მონობაში გატანჯულო, დაუვიწყარო მამა! - შენი ნატვრა აღსრულდა, საქართველო განთავისუფლდა."
,,სადღაც ახლოს უნდა იყოს სოფელი, მაგრამ სად?"
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბოშურის თემის 11 სოფლის ექთანი (ფოტო/ვიდეო)
ავადმყოფი მირეკავს, წნევა ან შაქარი აქვს გასაზომი და მე იმაზე ვფიქრობ, ვაიმე, რით წავიდე?
1 მასწავლებელი და 3 მოსწავლე – დაბრუნება კოდავარდისუბნის სკოლაში (ფოტო/ვიდეო)
,,გუშინწინ ისეთი ქარი და წვიმა იყო, ქოლგა ძლივს მეკავა ხელთ. ისე დავსველდი, რომ უკან გაბრუნებას
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.