რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
ყინწვისი - გვერძინეთი - ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია დასრულდა
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის
ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი
მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყა კიუვეტები და გაბიონები, მდ. ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა. ასევე მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნების.
სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფ. ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფ. ტყემლოვანამდე. აღნიშნული გზა, მდ. ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ გზით სარგებლობენ ძამას ხეობაში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში მოღვაწე ბერ-მონაზვნები, მომლოცველები და ტურისტები.
აღნიშნული გზით სარგებლობს მთის 18 სოფელი და 22 სოფელს აკავშირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებთან.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 14 489 880 ლარი შეადგინა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა.

ამავე კატეგორიაში

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,

ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,

შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები