რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
"ყრუ-უსინათლოთა ხმა საქართველოში"
2020 წლის 15 დეკემბერს, პროექტის "ყრუ-უსინათლოთა ხმა საქართველოში" საგრანტო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ბულგარეთის რესპუბლიკის საქართველოში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ქალბატონმა დესისლავა ივანოვა-კოზლევამ და ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის საქართველოს წარმომადგენლობის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ქალბატონმა მეგი ბიბილურმა.

პროექტის მიზანია საქართველოში ყრუ-უსინათლო პირთა უფლებების დაცვა და მათი ჩართულობის ხელშეწყობა. პროექტი განხორციელდება საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირთან და ბულგარეთის ყრუ-უსინათლოთა ეროვნული ასოციაციასთან (NADbBg) მჭიდრო თანამშრომლობით და აქტიური ჩართულობით.

10 თვის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ყრუ-უსინათლოთა კლუბებს თბილისში, თელავში, ზუგდიდში და ბათუმში. ყრუ-უსინათლო პირები სამიზნე რეგიონებში მიიღებენ ხელმისაწვდომობას თარჯმან მეგზურის მომსახურებასა და ონლაინ იურიდიულ კონსულტაციაზე.

ყრუ-უსინათლო მოზარდების განათლების პროცესში მონაწილე პირთათვის მიწოდებული იქნება მეთოდოლოგიური დახმარება. NADbBg-ის წარმომადგენლები მათ გაუზიარებენ ბულგარეთის გამოცდილებას იმ გამოწვევებთან გამკლავების კუთხით, რომლებიც ყრუ-უსინათლო პირთა წინაშე დგას ბულგარეთში.



ჩატარებული აქტივობების დიდი ნაწილი გამიზნული იქნება საქართველოს საზოგადოებაში, ადგილობრივ მუნიციპალურ და ეროვნულ დონეზე ყრუ-უსინათლო პირთა საჭიროებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისკენ და აღნიშნულ სფეროში არსებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისკენ.

ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის საქართველოს წარმომადგენლობის მიერ განხორციელებული პროექტი "ყრუ-უსინათლოთა ხმა საქართველოში" მხარდაჭერილი იქნა ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მეშვეობით, ბულგარეთის რესპუბლიკის განვითარების დახმარების პროგრამის ფარგლებში.




შეგახსენებთ რომ 2018 წლიდან, ფონდ HumanDoc-ისა მხარდაჭერით, საქართველოში დაიწყო პროცესი "ყრუ-უსინათლო პირთა მხარდამჭერი სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში". ეს გახლავთ პროგრამა საქართველოში, რომელიც ერთდროულად სმენისა და მხედველობის დაზიანების მქონე ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ჩამოყალიბდა ყრუ-უსინათლო პირთა რეაბილიტაციის, განათლებისა და ინტეგრაციის ცენტრები, ოთხი კლუბი საქართველოს ოთხ ქალაქში – თბილისში, ბათუმში, თელავსა და ზუგდიდში. პოლონური გამოცდილების გაზიარებით, ინტენსიური სასწავლო კურსის შედეგად, მომზადდა ყრუ-უსინათლო პირთა 15 თარჯიმან-მეგზური და თარჯიმან-მეგზურის ინსტრუქტორები, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში აღნიშნულ კლუბებში საქმიანობენ და ყოველდღიურად უჭერენ მხარს ყრუ-უსინათლო ბენეფიციარებსა და მათ ოჯახის წევრებს.

პროგრამის ფარგლებში დაიბეჭდა პირველი პუბლიკაცია ყრუ-უსინათლო პირების შესახებ ქართულ ენაზე და შეიქმნა ლორმის (ტაქტილური) ანბანის ქართული ვერსია.

ასე დაფუძნდა ორგანიზაცია "საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი", რომელიც გააგრძელებს ყრუ-უსინათლო პირთათვის კეთილდღეობის სისტემის შენების ხელშეწყობას. ორგანიზაციის მისიაა ყრუ-უსინათლო პირებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის გაუმჯობესება ცნობიერების ამაღლების, გაძლიერების, ადვოკატირებისა და მათთვის ძლიერი მხარდამჭერი სისტემის შექმნის ხელშეწყობის გზით.

საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი  https://deafblind.ge/

საქართველოს ყრუ-უსინათლო პირთა კავშირი Facebook-ზე   https://www.facebook.com/GeoLorm

ფონდ ჰუმანდოკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისი თბილისში   https://www.facebook.com/HumanDocGeo/

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.