რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გამოქვეყნდა პაატა ზაქარეიშვილის წიგნი - "ხედვა - კონფლიქტები საქართველოში 2012 - 2016"
"ხედვა - კონფლიქტები საქართველოში 2012 - 2016" - ასე ქვია წიგნს, რომელიც კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელშეწყობით, გამოსცა.

წიგნში რამდენიმე მნიშნელოვანი საკითხია განხილული, მათ შორის, ოსური, აფხაზური და ქართული საზოგადოებების განწყობის შესახებ:

ციტატა:

,,საზოგადოება ფიქრობს იმაზე, თუ როდის შეიცვლებიან აფხაზები და ოსები. საკმარისია, აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში მოხდეს გარკვეული საზოგადოებრივი ცვლილებები, შეიცვალოს ხელისუფლებები, მაშინვე გვიჩნდება ილუზია და მოლოდინი, იქნებ ახლა მაინც გამოიხედონ მათ ჩვენკენ, ანუ თითქოს ჩვენ ვართ მოწესრიგებული და სწორ გზაზე მდგომი ხალხი, მხოლოდ ისინი არიან შემცდარნი და იქნებ ახლა მაინც შეიცვალონ ჩვენ მიმართ დამოკიდებულება. არ გვაქვს არანაირი განცდა იმისა, რომ მათ მიმართ ჩვენს დამოკიდებულებასაც უნდა გადავხედოთ. მთავრობაში ყოფნისას მე დავრწმუნდი, რომ ჩვენში არსებობს უპასუხისმგებლობის პრობლემა. ჩვენ ვსაუბრობთ უფრო მშვიდობაზე, ვიდრე პროცესზე, ამის გარეშე კი მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. სამწუხაროდ, ჩვენ ვლაპარაკობთ მხოლოდ მშვიდობაზე, ხოლო როგორ უნდა ხორციელდებოდეს ის, ამაზე ქართველ საზოგადოებაში არ მსჯელობენ. ეს ეხება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებსაც. პოზიციების გადახედვისთვის არც ისინი არიან მზად. მაგრამ შერიგების პოლიტიკა ჩვენ გვჭირდება და, შესაბამისად, მეტი ინიციატივა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან უნდა მოდიოდეს.''

(ციტატის დასასრული)

2012 - 2016 წლებში პაატა ზაქარეიშვილს ეკავა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. მის მოვალეობაში შედიოდა მნიშვნელოვან სტრატეგიული საკითხებზე მუშაობა, როგორიცაა საქართველოს შიდა კონფლიქტების ტრანსფორმაცია და მოგვარება, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხების შესწავლა და მათი პრობლემების გადაწყვეტა. ამ თანამდებობის დაკავებამდე, მან სამოქალაქო სექტორში ამ მიმართულებით 20 წლიანი გამოცდილება დააგროვა და აქვს მკაფიო წარმოდგენა, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში პოლიტიკა კონფლიქტების მოგვარების კუთხით.


წიგნის ქართული, ინგლისური და რუსული ვარიანტები ხელმისაწვდომია შესაბამის ბმულებზე:

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.