რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დანაშაულს სხვა პირი აღიარებს
გორში, 3 ივნისს მომხდარ მკვლელობის ფაქტზე, სასამართლო პროცესები დაიწყო. 40 წლის მამაკაცის, ზურაბ რიკრიკაძის (ტრუტის) გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია ორი პირი - შალვა გულიაშვილი (სემსოტა) და ვახტანგ ზერეკიძე (,,ზერე'').

ამათგან, შალვა გულიაშვილს სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ედავებიან, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ვახტანგ ზერეკიძეს - დანაშაულის დაფარვაში.

თუმცა, როგორც დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, ვახტანგ ზერეკიძემ განაცხადა, რომ ზურაბ რიკრიკაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან არა შალვა გულიაშვილმა, არამედ მან ესროლა.

,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი იყო. ვახტანგ ზერეკიძემ მოსამართლეს უთხრა, რომ ცეცხლი "ტრუტს" არა "სემსოტამ", არამედ მან გაუხსნა. მიუხედავად ამისა, პროკურატურა ჯიუტად აცხადებს, რომ იარაღი შალვა გულიაშვილმა გამოიყენა. დღევანდელი პროცესი ფაქტობრივად ხარვეზებით მიმდინარეობდა, რადგან ბრალდებულები დისტანციურად დაიკითხნენ. მათ ფაქტობრივად კითხვები არც ესმოდათ. ამიტომ, დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ პროცესი გადადეგულიყო ერთი დღით'' - აცხადებს შალვა გულიაშვილის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში დაწყებული კონფლიქტი 3 ივნისის ღამეს მსხვერპლით დასრულდა, სროლას 40 წელს გადაცილებული ზურაბ რიკრიკაძე იგივე "ტრუტი" ემსხვერპლა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, წყალში დაშვებულ ნორმაზე
მნიშვნელოვნად მაღალი ოდენობით კოლიფორმული ბაქტერიები, მათ შორის E.
coli და Streptococcus faecalis გამოვლინდა, რაც ფეკალურ
დაბინძურებაზე მიუთითებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნით, წყალში დაშვებულ ნორმაზე მნიშვნელოვნად მაღალი ოდენობით კოლიფორმული ბაქტერიები, მათ შორის E. coli და Streptococcus faecalis გამოვლინდა, რაც ფეკალურ დაბინძურებაზე მიუთითებს.
09:52 / 04.10.2026
პროექტის მიხედვით, მოიჯარისთვის წლიური გადასახადი 34 680 ლარიდან
100 608 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
პროექტის მიხედვით, მოიჯარისთვის წლიური გადასახადი 34 680 ლარიდან 100 608 ლარამდე უნდა გაიზარდოს.
13:34 / 03.10.2026
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა
შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
12:44 / 03.10.2026
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის
მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო
ოქმი შეადგინა.
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო ოქმი შეადგინა.
10:27 / 03.10.2026
დაზარალებულის თქმით, ვადაგადაცილებული სესხის გამო ბანკმა ბინა
აუქციონზე გაყიდა, ახალმა მესაკუთრემ კი ქონების სანაცვლოდ 40 000
დოლარი მოითხოვა.
დაზარალებულის თქმით, ვადაგადაცილებული სესხის გამო ბანკმა ბინა აუქციონზე გაყიდა, ახალმა მესაკუთრემ კი ქონების სანაცვლოდ 40 000 დოლარი მოითხოვა.
18:48 / 02.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.