რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორის მერიამ 8 მოიჯარეს თანხა არ გადაახდევინა - დავალიანება 230 000 ლარია
გორის მუნიციპალიტეტში იჯარით გაცემული ქონებიდან მოიჯარეებს წლების განმავლობაში ბიუჯეტში თანხა არ გადაახდევინეს, ხოლო ზოგიერთი მუნიციპალური ქონება გამოყენებულია არაუფლებამოსილი პირების მიერ.

სახელმწიფო აუდიტის ცნობით, ეს დარღვევა 2020-2021 წლების დოკუმენტების შესწავლისას გამოვლინდა და შესაძლოა სხვა შემთხვევებსაც ჰქონდეს ადგილი.

,,მოსარგებლეების მიერ გადაუხდელი დავალიანება ჯამურად 228.7 ათას ლარს შეადგენს. ჯამში − 283.8 ათასი კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები გაცემულია სიმბოლურ ფასად. კერძოდ, მიწების ჯამური წლიური საიჯარო ქირა შეადგენს 83 ლარს.'' - აღნიშნულია დასკვნაში.

აუდიტის შეფასებით, მუნიციპალიტეტი რიგ შემთხვევებში არ ატარებდა სათანადო ღონისძიებებს საკუთარი ინტერესების დასაცავად.

,,ქონებით მოსარგებლეების ნაწილი საფასურს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ იხდიდა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც დავალიანების თანხა წლიურ საიჯარო ქირას 4-ჯერდა 9-ჯერ აღემატებოდა. მიუხედავად ამისა, მერიას ხელშეკრულების შეწყვეტის ან სხვა სამართლებრივი ღონისძიებები არ გამოუყენებია.'' - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

ირკვევა, რომ 6 ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლებიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, იჯარების ხელშეკრულებები მერიის მიერ აღრიცხული არ იყო.

,,დამატებითი აუდიტორული პროცედურების შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2 ერთეული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით სარგებლობენ არაუფლებამოსილი პირები. მერიას სამართლებრივი რეაგირება არ ჰქონდა განხორციელებული და შესაბამისად, სარგებლობის საფასური ბიუჯეტში ჩარიცხული არ არის. მუნიციპალური ქონების მასშტაბებიდან გამომდინარე, შესაძლოა არსებობდეს სხვა ანალოგიური შემთხვევებიც, რომელთა გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად, მუნიციპალიტეტმა დამატებითი ღონისძიებები უნდა განახორციელოს.'' - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

ჩვენ მოვიძიეთ ეს მიწის ნაკვეთი. მიწის ნაკვეთები მდებარეობს ხიდისთავში, ბობნევში, ჭვარებში, ტინისხიდსა და კარალეთში. ამათგან კარალეთსა და ტინისხდიში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამეწარმეო საქმიანობა ხორციელდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ
ტარდებოდეს
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ ტარდებოდეს
15:00 / 15.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.