რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
"მოიხსნას კონტრრევოლუციონურ ლაყბობისათვის" - როგორ ათავისუფლებდნენ მასწავლებლებს გორის რაიონში 1937 წელს
,,1937 წლის რეპრესიები განათლების სისტემაში - ერთ პატარა წიგნში ჩატეული ისტორიები'' - ასე ეხმაურება გორის არქივის მეცნიერ-თანამშრომელი ქეთევან მაჭარაშვილი იმ ჩანაწერების წიგნს, რომელიც 1937 წელს შეიქმნა და დღეს არქივში ინახება.

ჩანაწერები მოიცავს ძირითადად მაშინდელი ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში დაცულ ინფორმაციას, შეტყობინებებს სხვადასხვა სოფლებიდან, რომელიც შემდეგ ჩანაწერის სახით ერთად იყრიდა თავს.

ამ ცნობის მიხედვით, მაგალითად, მეჯვრისხევის სკოლის მასწავლებელი მიხეილ თომას ძე თოდრია-"მოიხსნას კონტრევოლუციონერ-ტროცკისტებთან კავშირში ყოფნის და თვალთმაქცობის გამო, როგორც მათი წარსულის დამფარავი".

მასწავლებელი გივი ვარლამის ძე გარდავაძე - "მოიხსნას იმის გამო, რომ დედა მისი დაპატიმრებული იქნა, როგორც ხალხის მტერი, მან კი დამალა ეს ფაქტი და შეეცადა იმის დამტკიცებას, რომ ვითომდა მას დედამისთან არავითარი კავშირი არა ქონდა".

მესამე საშუალო სკოლის მასწავლებელი ოლია ამაშუკელი - "მისი ქმარი დაპატიმრებულია შინსახკომის ორგანოს მიერ, როგორც ხალხის მტერი, თვითონაც გარიცხულია პარტიის რიგებიდან, როგორც არა საიმედო, საბჭოთა სკოლის ახალგაზრდობის კომუნისტური აღზრდის მინდობა მისთვის ყოვლად შეუძლებელია" (ბრძანება გაუქმებულია).

მეორე საშუალო სკოლის მასწავლებელი მარგალიტა როსებაშვილი -"როგორც ხალხის მტრის, შინსახკომის ორგანოების მიერ დაპატიმრებული, გიორგი როსებაშვილის ცოლი და ახლო კავშირში მყოფი" ( სავარაუდოდ ეს ბრძანებაც გაუქმებულია, რადგან მარგალიტა როსებაშვილის, როგორც დამსახურებული მასწავლებლის პირადი ფონდი დაცულია გორის არქივში).

ქვემო ბოშურის საშუალო სკოლის დირექტორი ნიკოლოზ ჯავახიშვილი - "მოიხსნას კონტრრევოლუციონურ ლაყბობისათვის".

მეორე არასრ. საშუალო სკოლის მასწავლებელი თამარა ილიას ასული რაზიკაშვილი - - "როგორც ხალხის მტრის, შინსახკომის ორგანოების მიერ დაპატიმრებული, მიხეილ სიმონის ძე რაზიკაშვილის ცოლი".

ზეღდულეთის არასრ. საშუალო სკოლის მასწავლებელი დოლიძე ქეთო -"როგორც ხალხის მტრის, შინსახკომის ორგანოების მიერ დაპატიმრებული, დიმიტრი დოლიძის ცოლი".

ფოტოზე: პატარა მეჯვრისხევის სკოლა, რომელიც ამ სახით ფუნქციონირებდა 1930 წლიდან 2016 წლამდე. 20-იან წლებში კომუნისტებმა ჩამოართვეს ჩიკოიძეებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის
ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის
ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
აქედან შტატგარეშე თანამშრომლების ანგარიშებზე გადარიცხული თანხის ჯამი  1.7 მლნ ლარია. შტატიან თანამშრომლებისთვის შრომის ანაზღაურება  - 334 000 ლარი.
14:00 / 16.06.2025
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ
ტარდებოდეს
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს რომ ტარდებოდეს
15:00 / 15.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.