რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები

„ქარავანისა და ძაღლების შესახებ", - ასე ჰქვია ფილმს, რომლის ჩვენებაც გორში, EECMD-ს გორის ოფისში, Kinedok-ისა და ჭავჭავაძის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ფილმის რეჟისორი ასკოლდ კუროვი კვალდაკვალ მიყვება რუსეთში „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებულ ორგანიზაციებსა და პირებს და გვიჩვენებს, თუ რა ბედი ეწიათ მათ. ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
ფილმის დასრულების შემდეგ, გაიმართა დისკუსია. სტუდენტი გივი ტიტვინიძე ამბობს, რომ ფილმის ყურების შემდეგ, კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, რომ თუ აღნიშნული კანონი საქართველოშიც ამოქმედდება, გვექნება ზუსტად იგივე სიტუაცია, რაც იყო რუსეთში.
"ჩვენ არ გვექნება კრიტიკული მედია. ჩვენ არ გვექნება ისეთი საზოგადოება, რომელსაც შეუძლია ისაუბროს ხმამაღლა კრიტიკულ საკითხებზე. ეს კანონი დღევანდელ ხელისუფლებას სჭირდება იმისთვის, რომ მოკლას თავისუფალი ქართული საზოგადოება და ეს კანონი არის რუსული იმიტომ, რომ ზედმიწევნით ვკითხულობთ ქართულ კანონში იმას, რაც ზუსტად სიტყვასიტყვით წერია რუსულ კანონში", - აცხადებს გივი ტიტვინიძე.

ტელეკომპანია "ფორმულას" შიდა ქართლის კორესპონდენტი ლადო ბიჭაშვილი აცხადებს, რომ ფილმში ნათლად არის ნაჩვენები ის, რაც დაემართა პუტინისგან დამოუკიდებელ მედიას რუსეთში. ბიჭაშვილი დარწმუნებულია, რომ იგივე მოხდება საქართველოშიც.
"შესაძლებელია, სწორედ ამ აგენტების შესახებ კანონით დაგვემართოს იგივე „ქართული ოცნებისგან" დამოუკიდებელ მედიას საქართველოში. ეს პარალელები კიდევ უფრო თვალნათელი ხდება და კიდევ უფრო ხილული ხდება. თითქმის ერთი ერთშია პუტინის რეჟიმის განცხადებები და "ქართული ოცნების" განცხადებები ამ კანონთან მიმართებაში", - ამბობს ბიჭაშვილი.
ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე თუ როგორ ძალიან ცხადად და შემზარავად არის ფაქტები აღნიშნულ ფილმში წარმოდგენილი - თუ რა მოხდა რუსეთში აგენტების კანონის მიღების შემდეგ.

„რუსეთი არის ისეთი, როგორიც ამ ფილმშია ნაჩვენები. რუსეთში თავისუფალი ადამიანები ხმას ვერ იღებენ თუ ისინი იქ ცხოვრობენ, იძულებულები არიან რომ მიიღონ ავტორიტარული წესები, იყვნენ ჩუმად, პროტესტი გამოხატონ საკუთარ სამზარეულოში მხოლოდ. ხოლო ქუჩაში, არჩევნებსა და საზოგადოებრივ სივრცეში ამას ვერ აკეთებენ. ვინაიდან, რუსეთში კლავენ, იჭერენ აქტიურ ადამიანებს, აქტიურ მოქალაქეებს, თავისუფალ ადამიანებს. ამ ფილმში ძალიან ცხადად და შემზარავადაც კი, არის ასახული ის რეალობა, რომელიც საქართველოში შეიძლება დადგეს უახლოეს თვეებში, არჩევნებამდეც კი. შესაბამისად, ყველა ადამიანის ხელშია ეს არჩევანი და ყველა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს პირველ რიგში რა საფრთხის წინაშე ვართ - ჩვენ საქართველო გვაქვს გადასარჩენი და ამ არჩევანს ქართველ ხალხს პარავს რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც მოქმედებს რუსული დავალებით", - აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
რუსეთში უცხოური აგენტების შესახებ კანონი 2012 წელს მიიღეს. თავდაპირველად, კანონი ეხებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემდეგ კი კანონის მოქმედების სფერო გაფართოვდა და ცალკეულ პირებსაც შეეხო. საბოლოოდ, რუსეთში ფაქტობრივად გაქრა კრიტიკული აზრი. აღნიშნული ფილმის ნახვის შემდეგ, როგორც დამსწრეები აცხადებენ, კიდევ ერთხელ დაინახეს ის მოსალოდნელი საფრთხეები, რაც საქართველოში რუსული კანონის ამოქმედებას ახლავს თან.
რა ბედი ეწიათ ჟურნალისტებს და სამოქალაქო აქტივისტებს რუსეთში აგენტების კანონის შემდეგ - ფილმის ჩვენება გორში

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები