რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორის პოლიციაში პაციენტებისთვის განკუთვნილი 30 ამპულა მორფი გაანადგურეს
წამლების რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლის განცხადებით, გორის პოლიციაში 30 ამპულა მორფი ისე განადგურეს, რომ ამის შესახებ, არაფერი იცოდნენ.

აღნიშნულ პროცესს არ დასწრებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

სააგენტოს წარმომადგენლის განმარტებით, წამლების განადგურება უნდა მომხდარიყო შესაბამისი პროცედურების დაცვით, მათ შორის, უნდა მომხდარიყო ლაბორატორიული შემოწმება, ნამდვილად მორფი იყო თუ არა; ან კიდევ წამლები ექვემდებარებოდა თუ არა განადგურებას.

როგორც ირკვევა, მორფი ბოლო 2 წლის განმავლობაში, გორის ცენტრალური აფთიაქის მარაგში ირიცხებოდა ,,ნაშთის'' სახით.

ცენტრალური აფთიაქის ხელმძღვანელის განცხადებით, ეს მარაგი დაცული იყო შესაბამისი წესით, პოლიციის შენობაში განთავსებულ საცავში.

2022 წლიდან აფთიაქებს პაციენტებისთვის მორფის გაცემის უფლება აღარ ჰქონდათ, იმის გამო, რომ ცენტრალურ აფთიაქში ნაშთის სახით 30 ამპულა მორფი დარჩა, აფთიაქის დირექტორი წამლების რეგულირების სააგენტოს სისტემატიურად აწვდიდა ინფორმაციას.

2024 წლის მესამე კვარტლიდან კი სააგენტომ აფთიაქისგან ინფორმაცია ვერ მიიღო. დაინტერესების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ამპულები უკვე განადგურებული იყო.

როგორც ცენტრალური აფთიაქის წარმომადგენელმა განმარტა, განადგურების მიზნით, პოლიციამ 2024 წლის მესამე კვარტალში მიმართა. მესამე კვარტალის შემდეგ კი, მის ბალანზე აღარანაირი მორფის ამპულები ირიცხებოდა.

,,მე დამიკავშირდნენ პოლიციიდან, რომ უნდა მომხდარიყო წამლების განადგურება. შევამოწმეთ ყველა დეტალი, სერიის ნომრები, ყველაფერი წესრიგში იყო და განადგურდა წამლები'' - აღნიშნა აფთიაქის ხელმძღვანელმა.

წამლების რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ წესები დაირღვა, როგორც წამლების განადგურების პროცესში, ასევე, იმაში, რომ აფთიაქმა ამის შესახებ არ აცნობა სააგენტოს.

ამის საფუძველზე სააგენტომ აფთიაქის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო. ,,დაირღვა როგორც განადგურების წესი, ასევე არ მოგვეწოდა ინფორმაცია. პირველ შემთხვევაში აფთიაქს შენიშვნა მიეცა. მეორე შემთხვევაში დაჯარიმებას ვითხოვთ''

საქმე დღეს გორის მოსამართლემ რატი ჩანტლაძემ განიხილა. მოსამართლემ პროცესზე განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას 18 მარტს გამოაცხადებს.

Update: ცენტრალური აფთიაქის ხელმძღვანელი, სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რედაქციას დაუკავშირდა და აღნიშნა, რომ ამპულები ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის არ იყო გათვალისწინებული. თუმცა, არ აკონკრეტებს, ვისთვის იყო გათვალისწინებული.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის
მოზარდი დაიღუპა
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა
11:39 / 13.06.2025
,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის
განყოფილების უფროსის მოადგილე

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

23:12 / 12.06.2025
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
18:29 / 12.06.2025
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
22:21 / 11.06.2025
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
20:18 / 11.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.