რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის სასახლის აივანი ინგრევა
ლამისყანაში მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის სასახლის აივანზე ხის კონსტრუქციები გადატყდა.

ამის მიზეზად საძირკველში გაჩენილი ბზარები სახელდება.

სასახლის ხელმძღვანელის თქმით, იმ ფერდობზე, სადაც სასახლე დგას, ნიადაგმა დაიწია, კედლებს ბზარები გაუჩნდა და აივანმა ვერ გაძლო.

სასახლის დირექტორის სოფო ცუცუნაშვილის განცხადებით, საჭიროა სასახლის მთლიანი კომლექსის აღდგენა. კომპლექსში, შედის სასახლე, გალავანი, მარნები, სხვადასხვა სათავსოები.

ეს ადგილი მე-17 საუკუნუმდე ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდა. თორნიკე ერისთავმა თავისი ასული ნინო ერისთავი ივანე ორბელიანს მიათხოვა. მზითვად კი, ასულს ეს ადგილი მისცა.

ერისთავების ციხე-მამულში ივანე ორბელიანმა სასახლეც ააშენა.

ამ სასახლის ბოლო ბინადრები, სწორედ, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი და მისი მეუღლე, ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანები იყვნენ.

ერთი გვარის მეუღლეები ერეკლე მეფის შთამომავლები იყვნენ ქალიშვილების ხაზით. მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანი ფემინისტურ საზოგადოებაში ერთერთ პირველ ქართველ ქალთა უფლებადამცველად ითვლება.

ლამისყანელი ქალების უფლებების დასაცავად მარიამს საინტერესო ისტორია პირველი რევოლუციის დროს, 1907 წელს გადახდა.

პირველი რევოლუციის კრახით დასრულებისას მეფის რუსეთის ჟანდარმერიამ ორი ეგზეკუცია სოფელში მოაწყო.

ოხრანკის წევრებმა, ტყეში გასული ,,ლამისყანელი ბიჭები" ხელთ ვერ იგდეს, თუმცა, მათი ცოლები სახლებიდან გამოიყვანეს, ფეხებზე გახადეს და დასაპატიმრებლად გაამზადეს.

სოფლის პედაგოგმა, გვარად ჯაბაურმა ეს ამბავი მარიამს აცნობა. მეფის ადიუდანტის ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის მეუღლემ მათი გადარჩენა გადაწყვიტა. სასწრაფოდ გაეშურა ეგზეკუციის ხელმძღვანელთან, ფეხზე თვითონაც გაიხადა და უთხრა: თუ უდანაშაულო ქალებს არ გაათავისუფლებ, მეც, ამათთან ერთად, წამოვალო.

,,ეს იმდენად გაუგონარი ამბავი იქნებოდა მეფისნაცვლის კარზე, რომ ოხრანკის ხელმძღვანელმა მაშინვე გაათავისუფლა ლამისყანელი ქალები. მარიამი მეფის ადიუდანტის მეუღლე იყო და მეფისნაცვლის კარზე დიდი სკანდალი მოხდებოდა" - გვიყვება ამ ამბავს სოფელ ლამისყანის ჯამბაკურ-ორბელიანების სასახლის ხელმძღვანელი სოფო ცუცუნაშვილი.

მარიამის ნივთები, წერილები და ფოტოები მუზეუმში შემონახულია. მას შვილები არ ჰყოლია და ძმის, ნიკოლოზ ჯამბაკურ-ორბელიანების შვილებს ზრდიდა. ნიკოლოზის ერთი ასული ივანე ჯავახიშვილის მეუღლე, ხოლო მეორისა - კიტა აბაშიძე იყო.

სასახლე თავადებს 1924 წლამდე ეკუთვნოდათ. შემდეგ, ბოლშევიკებმა ჩამოართვეს. რესტავრაცია 1970-იან წლებში ჩაუტარდა.

კასპის მუნიციპალიტეტის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელი გივი მელაძე ამბობს, რომ სასახლის რეაბილიტაციის მიზნით, გეგმა და პროექტი შემუშავებულია. შესაბამის თანხას კი, დარწმუნებულია, რომ კულტურის სამინისტრო გამოყოფს.












Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.