რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორში მშენებარე კორპუსის მეპატრონე კლიენტებს ემალება - რა ხდება ,,ევროკრედიტში?"
ქალაქ გორში, წმინდაწყლის ტერიტორიაზე მშენებარე ბინას დენის მიწოდება შეუწყვიტეს.

ამის მიზეზად გახარჯული ელექტროენერგიის დავალიანება სახელდება.

ადგილზე მომუშავე პირების განცხადებით, ხელფასები 2 თვეა არ მიუღიათ. მათი თქმით, კომპანია ,,ევროკრედიტის" წარმომადგენლებმა ხელფასის, მხოლოდ, 30% აუნაზღაურეს.

მშენებარე ბინის ფასი 20 ათასი დოლარია. კორპუსში ახალ სახლს ათეულობით ადამიანი ელოდება. ერთ-ერთი მათგანი ეთნიკური აზერბაიჯანელი ოჯახია, რომელიც ადგილზე თითქმის ყოველ დღე მოდის.

,,აღარც ტელეფონის ნომერი ვიცით და აღაც ოფისის მისამართი" - გვითხრეს მათ. როცა გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, მალე გაეცალნენ ტერიტორიას. ოჯახის წევრს მშენებლობაზე მომუშავე მუშამ დაუძახა - თუ გაქვს 5 ლარი, გვასესხე რა!




რა ხდება ,,ევროკრედიტში"?

დაახლოებით 2 წელია კომპანია ,,ევროკრედიტი" მიკროსაფინანსო ორგანიზაციის პროფილით გორში მუშაობს, სადაც როგორც ირკვევა, კერძო პირებისგან შეტანილი თანხით სესხების გაცემა ხდებოდა.

,,სქემა ასეთი იყო" - გვიყვება ადვოკატი ზაზა გიგაური, რომელიც ერთ-ერთი დაზარალებული პირის ინტერესებს იცავს - ,,მოქალაქემ გაყიდა ბინა, დაახლოებით 15 ათასი დოლარად. ქეთინო ყაყიტაშვილმა უთხრა, ბანკს ვაკეთებ, შემოიტანე ეგ ფული ჩემთან და თვეში 5%-ს მოგცემო."

მართლაც, ერთი წლის განმავლობაში, კერძო ბანკისგან, რომელსაც ,,ევროკრედიტი" ერქვა, შეტანილი თანხიდან კერძო პირი 5%-ს იღებდა. პარალელურად, ,,ევროკრედიტი" ლომბარდს ამუშავებდა, ჩვეულებრივ მოქალაქეებს სესხს აძელევდა, შედარებით მაღალი პროცენტით.

სესხის და პროცენტის გადაუხდელობის შემთხვევაში, ქონება ,,ევროკრედიტს" რჩებოდა. გორის სასამართლოში არაერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა, სადაც ,,ევროკრედიტი" მომჩივან მხარედ გამოდიოდა და მოქალაქეების მხრიდან თანხის ანაზღაურებას აღმასრულებლის მეშვეობით ითხოვდა.

,,ამის შემდეგ რა მოხდა? 2016 წელს ქეთევან ყაყიტაშვილი უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებსაც მის ე.წ. ბანკში თანხა შეიტანეს და ეუბნება, რომ ახალი ხელშეკრულების მიხედვით, თვეში 3%-ს მისცემს. მანამდე 5%-ი იყო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა უთხრა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე ახალი ბინა უნდა ეყიდა და, შესაბამისად, ბანკიდან კუთვნილი თანხის გატანა სურდა" - ამბობს ზაზა გიგაური.

2017 წლის გაზაფხულზე აღნიშნული მოქალაქე მართლაც მივიდა ქეთევან ყაყიტაშვილთან და კუთვნილი თანხა მოითხოვა. ყაყიტაშვილმა მას განუცხადა, რომ თანხა არ ჰქონდა, რადგან კორპუსის მშენებლობაზე ჩადო და თანხას ვერ დაუბრუნდა. იქვე განუცხადა, რომ სადაც უნდა იქ ეჩივლა, ქონებები მის სახელზე აღარ იყო.

,,მართლაც, ამოვიღეთ საჯარო რეესტრის მონაცემები და აღმოჩნდა, რომ ევროკრედიტის მფლობელისა და დირექტორის ბალანსზე აღარც ერთი ქონება ირიცხება. ამ ქალმა, მისმა დამ და შვილმა სხვადასხვა პირებზე გადააფორმეს ქონებები იმ მიზნით, რომ მათთვის ვეღარავის ეჩივლა, მაგრამ საქმე არც ისე მარტივაა, როგორც მას ჰგონია. ჩვენთან ერთად დაზარალებული კიდევ უამრავი ადამიანია, დაახლოებით 50 კაცი მაინც, რომელთაც ანალოგიური პრობლემა შეექმნა. საქმე გვაქვს მასშტაბურ არა მხოლოდ თანხის მითვისებასთან, არამედ თაღლითობასთან" - აცხადებს ზაზა გიგაური.

სად არის ქეთევან ყაყიტაშვილი?

,,ევროკრედიტის" დირექტორი ქეთევან ყაყიტაშვილი მიუწვდომელია. ტელეფონის ნომერი, რომელიც მშენებარე კორპუსშია გამოკრული, არ მუშაობს. დარეკვისას ოპერატორი შეტყობინების დატოვებას ითხოვს, თუმცა, არც ეს შეტყობინების დატოვების სისტემა მუშაობს.

მისი ნომერი არ იციან არც მშენებარე ობიექტის მუშებმა და არც იმ ადამიანებმა, რომლებმაც სახლის ყიდვის სანაცვლოდ თანხა წინასწარ შეიტანეს.

,,ევროკრედიტის" ოფისი სტალინის გამზირზე მდებარეობდა, თუმცა, ამჟამად იქ სხვა ლომბრადია გახსნილი. თანამშრომლების თქმით, არ იციან, სად გადავიდა მათი წინამორბედი კომპანიის ოფისი: ,,სავარაუდოდ, ჭავჭავაძის გამზირზე უნდა იყოს" - გვითხრეს მათ.

ჭავჭავაძის გამზირზე კი, ამ სახელწოდების ლომბრადი არ არსებობს. მათ შესახებ ,,რიკო კრედიტში" ვიკითხეთ, თუმცა, იქ მომუშავეებმა კონკურენტი კომპანიის ადგილმდებარეობა არ იციან. ტელეფონის ნომერი კი, რომელიც ქეთევან ყაყიტაშვილის მეუღლეს ვთხოვეთ, გამორთულია: ,,ჩვენ თითქმის ერთი წელია აღარ ვართ ერთად. ადრე ეს ნომერი მქონდა, მაგრამ ახლა არ ვიცი, რა ნომერი აქვს" - გვითხრა ქეთევან ყაყიტაშვილის მეუღლემ.

ფოტოზე: ადვოკატი ზაზა გიგაური



რას აპირებს პროკურატურა?


საქართველოს მთავარ პროკურატურაში ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მიხედვით, რაც დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისებას გულისხმობს. ადვოკატი ზაზა გიგაური ამბობს, რომ მთავარ პროკურატურაში 50-ზე მეტი განცხადებაა შესული და პირადად მას დაზარალებულების მიერ დაქირავებული ოთხი ადვოკატი შეხვდა.

,,საქმე გვაქვს ძალიან დიდი ოდენობით თანხასთან. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანის მიერ აკრეფილი თანხით იმუშავა ამ ე.წ. ბანკმა, დააგროვა ქონება, შემდეგ გადააფორმა სხვაზე და თქვა, აბა ეხლა კარგად იყავითო. ჩვენ არა მარტო ქეთევან ყაყიტაშვილის, არამედ მისი დისა და შვილის დასჯას ვითხოვთ" - აცხადებს გიგაური.

ზაზა გიგაური ამბობს, რომ პროკურატურას ახალი წერილით მიმართა, რომლითაც სწორი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. ,,კონკრეტულად, რა კვალიფიკაციაზეა საუბარი, ამის შესახებ ადვოკატი ჯერ კომენტარს არ აკეთებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკოლოზ კატაპარიაშვილი
18:05 / 05.05.2024
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე
ხევებიდან წყალმოვარდნა.''
,,წვიმის მომატებასთან ერთად, მოსალოდნელია ქვათაცვენა ან მცირე ხევებიდან წყალმოვარდნა.''
16:51 / 05.05.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ორგანიზატორებმა
00:01 / 05.05.2024
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის
სავალი ნაწილიდან გადავიდა.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სიახლოვეს ტრაილერი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.
00:00 / 04.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.