წინადადებების მიღება დასრულდა 28 ივლისს, თუმცა ტენდერში არც ერთმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მიზეზი უცნობია.
სამუშაოებისთვის 260 000 ლარი იყო გამოყოფილი.
რა ხდება სოფელში
სოფელში სასმელი წყლის სისტემის მდგომარეობა შეისწავლა ექსპერტმა ნოდარ ხაბალაშვილმა. მის მიერ წელს შედგენილი დასკვნის მიხედვით, სოფელ ახალუბნის სასმელი წყლის უზრუნველყოფა ხდება სოფლის მიმდებარედ არსებული რეზერვუარიდან. აღნიშნული რეზერვუარი ემსახურება აგრეთვე მეზობელ სოფელს - აძვს.
დღეის მდგომარეობით ორივე სოფელი სარგებლობს ერთი ჭაბურღილით და წყლის სიმცირის გამო წყალმომარაგება ხდება გრაფიკით - თითოეულ სოფელს წყალი მიეწოდება დღეგამოშვებით - ორ დღეში ერთჯერ, რამდენიმე საათით.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიმდინარე წელს გამოცხადდა ტენდერი და მიმდინარეობს სოფელ აძვისთვის ახალი ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები სოფელ აძვის ტერიტორიაზე.
რაც შეეხება ახალუბნის წყალმომარაგებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დღეისთვის მოქმედი ჭაბურღილი დარჩება ახალუბნის წყალმომარაგების სამსახურში.
,,შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ჭაბურღილი და რეზერვუარზე მიმწოდებელი მილსადენი გამართულ მდგომარეობაშია, საჭიროა მხოლოდ არსებული ჭაბურღილის ამორტიზებული ტუმბოაგრეგატების შეცვლა და ჭაბურღილის შენობის მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
არსებული რეზერვუარი არის ამორტიზებული, ამიტომ გადაწყდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყოს ახალი რეზერვუარები, რომელიც განკუთვნილი იქნება მხოლოდ სოფელ ახალუბნის წყალმომარაგებისათვის.
სოფელ ახალუბნის სასმელი წყლის შიდა ქსელი არის მთლიანად ამორტიზებული და საპროექტო მოცემულობით უნდა მოხდეს მთლიანი შიდა ქსელის რეაბილიტაცია."- წერს ექსპერტი.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მოსახლეობის რაოდენობა დღეის მდგომარეობით არის 224 კომლი. მოსახლეობის რაოდენობა არის 672 კაცი.

რა არის გასაკეთებელი
პროექტით გათვალისწინებულია დღეის მდგომარეობით არსებული და მოქმედი ჭაბურღილის ტუმბო-აგრეგატების შეცვლა, შენობის მცირე კოსმეტიკური რემონტი და ახალი სამი ცალი 50 კუბ.მ. ტევადობის (თითოეული) რეზერვუარის მოწყობის სამუშაოები.
რეზერვუარების განლაგების ტერიტორია შემოიღობება ლითონის მავთულბადით. უნდა მოეწეყოს რეზერვუარიდან გამომსვლილი ახალი მილსადენი და ამორტიზებული შიდა ქსელის მთლიანი გამოცვლა. სამშენებლო დარაიონების ცხრილის მიხედვით აღნიშნული ტერიტორია ეკუთვნის II ბ ქვერაიაონს (უახლოესი მონაცემი მოცემულია მეჯვრისხევი), ხოლო გრუნტის ჩაყინვის სიღრმე არის 42 სმ. შიდა ქსელის მილსადენის ჩაღმავება (მილის ზედა ნიშნული)
განისაზღვა არსებული ზედაპირიდან 90 სმ-ით.
გარდა ამისა, მოეწყოს აღრიცხვის კვანძები თითოეული მოსახლისათვის. ასევე მოხდება სკოლის და საბავშვო ბაღის ჩართვა ქსელში, რომლთაც დაუმონტაჟდებათ დ-25 მმ დიამეტრის წყალმზომი. მოსახლეობისათვის უნდა მოეწყოს აღრიცხვის კვანძი, ორმაგი ძირებით პირაპირა შეერთებული პლასტმასის ყინვაგამძლე ჭაში დამონტაჟებული დ-15 მმ-იანი მრიცხველის კომპლექტით.
როგორც აღინიშნა, რეზერვუარზე მიმწოდებელი მილსადენი გამართულ მდგომარეობაშია და რეაბილიტაციას არ საჭიროებს.
სად განთავსდება ახალი რეზერვუარებიი
სოფელ ახალუნის წყალმომარაგების სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის პროექტი ითვალისწინებს ახალი რეზერვუარის მოწყობას შესაბამისი სარქველებით და ტექნოლოგიური ნაწილის უზრუნვეყოფით, შემოღობვის ჩათვლით.
რეზერვუარის მოწყობის ადგილად შეირჩა ისეთი ადგილი, რომელიც უზრუნველყოფს მთელი სოფლის წყალმომარაგებას თვითდინებით. ასეთი ადგილია არსებული რეზერვუარის მიმდებარე ტერიტორია, რომლის სიმაღლეა 872,08 მეტრი ზღვის დონიდან.
სოფლის მოსახლეობის ზემო უბანში მცხოვრები მოსალეობის ყველაზე მაღალ ნიშნულია 838,27. ამ მონაცემების და რეზერვუარის მოცულობის ანგარიშის საფუძველზე გადაწყდა რომ მოეწყოს სამი
ცალი 50 მ3-იანი რეზერვუარი, რომელის მონტაჟი მოხდება ბეტონის ბალიშებზე, სიმაღლით 2,00 მეტრი. რეზერვუარიდან ჩამომავალი წყალი დაუერთდება სოფლში მიმავალ საპროექტოქსელს.
გუნდები ფინალის საგზურისთვის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
ცხინვალის თვითგამოცხადებულმა გენერალურმა პროკურორმა და რუსეთის გენერალურმა პროკურორმა ერთმანეთთან თანამშრომლობაზე ხელი მოაწერეს.
“ეს იქნება მარაგი. 15 დროშა შადრევნის სკვერისთვის , 30 გორისციხისთვის."-აცხადებენ გორის კეთილმოწყობის სააგენტოში.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებს ეხება
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები