რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ავსტრიაში "მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების" მემორიალი გაიხსნა
ავსტრიაში მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში დაღუპული ქართველი ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა. მანამდე კი, პროექტ "მაუთჰაუზენის ქართველი ტყვეების" პრეზენტაცია გაიმართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობით, ღონისძიებას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დელეგაცია, ავსტრიაში მცხოვრები ქართველები, საქართველოდან, იტალიიდან და ჩეხეთიდან ჩამოსული სტუმრები და ჯარისკაცთა ნათესავები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ავსტრიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ასევე, ავსტრიაში არსებული ქართული დიასპორული ორგანიზაციების - ავსტრიის ქართული სათვისტომოს და ლინცის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები. ასევე ღონისძიებაზე ჩამოსვლა მოახერხეს მაუთჰაუზენში დაღუპული ორი ჯარისკაცის - ბენია პირველაშვილისა და ლუკა მარკოზაშვილის შთამომავლებმა.

საკონცენტრაციო ბანაკის დათვალიერების, პროექტის პრეზენტაციის და მემორიალური დაფის გახსნის შემდეგ მამა ილია ჩადუნელმა იქ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

მაუთჰაუზენის ბანაკი ავსტრიის ტერიტორიაზე არსებული მთავარი საკონცენტრაციო ბანაკი იყო და მიეკუთვნებოდა მესამე, განსაკუთრებით მძიმე პირობების მქონე ბანაკთა კატეგორიას. მის დაქვემდებარებაში შედიოდა 49 საკოცენტრაციო ბანაკი. 1938-1945 წლების მანზილზე აქ დაახლოებით 190 00 ადამიანი იმყოფებოდა ტყვეობაში, მათგან დაახლოებით 90 000 ბანაკის მკაცრ რეჟიმს შეეწირა.

ბანაკის პატიმრები მათი ეროვნებისა და ტყვედ აყვანის საბაბის მიხედვით სხვადასხვა კლასებად იყვნენ დაყოფილნი. განსაკუთრებით მკაცრად ებრაელებს და საბჭოთა ჯარისკაცებს ეპყრობოდნენ. ამ უკანასკნელთა ნაწილს, „ტყვიისათვის განწირულებს“ ( K-Haftling) უწოდებდნენ და ბანაკის მე-20 ე.წ. „სიკვდილის ბლოკში“ ჰყავდათ განთავსებული.

1945 წლის პირველი თებერვლის ღამეს მე-20 ბლოკში განთავსებულმა 500-მდე საბჭოთა ჯარისკაცმა მასობრივი გაქცევა მოაწყო. ეს გაქცევა მაუთჰაუზენის ისტორიაში მოიხსენიება სახელით „კურდღლებზე ნადირობა მეულვირთელში“.

მე-20 ბლოკში განთავსებულ ტყვეთა შორის რვა ქართველიც იმყოფებოდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით რამდენიმე მათგანი ამ ისტორიული გაქცევის მონაწილე იყო. ბლოკში დარჩენილი ტყვეები იმავე ღამით გამოასალმეს სიცოცხლეს, გაქცეულებზე კი საგანგებო ძებნა გამოცხადდა. როგორც ცნობილია, გაქცეულთაგან მხოლოდ 11 ადამიანი გადარჩა ცოცხალი, მხოლოდ 8 მათგანის ვინაობა არის ცნობილი.

1945 წლის 5 მაისს აშშ-ს არმიამ მაუთჰაუზენისა და გუზენის ბანაკები და იქ მყოფი დაახლოებით 40 000 ათასი ტყვე გაათავისუფლა.

1949 წელს მაუთჰაუზენის ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე მემორიალი გაიხსნა.

ავსტრიის ტერიტორიაზე არსებულ ყოფილ მთავარ საკონცენტრაციო ბანაკ მაუთზაუზენში ათეულობით ქვეყანას ნაციონალ-სოციალისტური რეჟიმს შეწირული თავიანთი მოქალაქეების სახელზე, სიმბოლური დაფა აქვს აღმართული. ავსტრიის ქართველ სტუდენტთა ასოციაციის ინიციატივით ამიერიდან მათ ქართული დაფაც შეემატა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.