რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
ტელეკომპანია "Дождь"- ის რეპორტაჟს მარია ზახაროვას ინტერვიუ მოყვა
რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები თანდათანად უმჯობესდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა მარია ზახაროვამ ტელეკომპანია ,,დოჟდისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, პოზიტიური ნაბიჯები მას შემდეგ გადაიდგა, რაც საქართველოს ხელისუფლებაში, 2012 წელს, ,,ქართული ოცნება" მოვიდა.

მარია ზახაროვას ინტერვიუ დღეს გავრცელდა. ,,დოჟდისთვის" მიცემული კომენტარები გამოიყენა ,,რია ნოვოსტიმ". ამავე ტელეკომპანიის ეთერში გავიდა რეპორტაჟი იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაა ე.წ. სასაზღვრო ზონაში და ვრცელი სიუჟეტი მიეძღვნა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეს.

სიუჟეტში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედროები ორად გაყოფილ ოჯახებს და ნათესავებს გამყოფ ხაზთან ერთმანეთთან არ უშვებს, ხოლო, დეტალურად გადმოსცემს ქართული მხარის ვერსიებს, თუ როგორ მოკლეს არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში.

მარია ზახაროვა აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის გადადგმული პოზიტიური ნაბიჯები ვერც ,,ტატუნაშვილის საქმემ" შეაჩერა, რადგან ეს ფაქტი, სწორედ, სპეკულაციისთვის გამოიყენეს.

ზახაროვა ასევე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი შემოიღოს. ,,მაგრამ ეს მოითხოვს უსაფრთხოების საკითხების ერთობლივ შესწავლას, რაზეც საქართველოს ხელისუფლება ჯერ არ მოდის", განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.

რაც შეეხება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთთსა და აფხაზებთან ურთიერთობას, ზახაროვა თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მხრივ კვლავაც რუსეთს უსაფუძვლოდ ადანაშაულებს.

,,ამ აზრს საქართველოს პოლიტიკურ ელიტაში ღრმად აქვს ფესვები გადგმული. მშვენიერი დეკლარაციები ,,ძმური და მეგობრული ურთიერთობების შესახებ" კვლავაც მტრობაში გადადის," - აცხადებს ზახაროვა. მისთვის მიუღებელია ტერმინი ,,ცხინვალის რეგიონი", რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ახალ ინიციატივის წარდგენის დროს, გამოიყენა.

,,დოკუმენტი გაჯერებულია ისეთი ტოპონიმით, როგორიცაა ,,ცხინვალის რეგიონი", ეს შეურაცხმყოფელია სამხრეთ ოსეთისთვის და აფხაზეთისთვის. გასაკვირი არ არის, რომ ამაზე საკუთარი მოსაზრება უკვე გამოთქვეს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში" - განმარტა ზახაროვამ.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.