Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« ноября 2026 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
სტალინის ძეგლის დადგმის პროექტი მზადაა

 

 

განკარგულების პროექტი დღეს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

 

 ,,ქალაქ გორში სსიპ სტალინის სახლმუზეუმის მიმდებარე სკვერში ი.ბ. ჯუღაშვილის (სტალინის) ძეგლის განთავსების ადგილის განსაზღვრისა და ძეგლის განთავსების შესახებ" პროექტი მერიიდან 18 სექტემბერს შესული განმარტებითი ბარათის საფუძველზე მომზადდა.

 

2015 წლის 18 სექტემბერს ააიპ ,,გორელები"-ს თავმჯდომარემ გიორგი კანდელაკმა ქალაქ გორის მერიას წერილობით მიმართა. მოთხოვნას თან შპს ,,გეოს" მიერ მომზადებული ნახაზი დაურთეს.

 

საკრებულოს ხელმძღვანელობამ ,,გორელების" მიერ წარდგენილი ნახაზი დაიწუნა. გარდა ამისა, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე, ხოლო ქონებაზე სამუშაოების წარმოების ხარჯების გაწევის შესახებ ვალდებულებებს ,,გორელებს" ვერავინ დააკისრებს. 

 

პირველი განკარგულები მიხედვით, ,,განისაზღვროს ქალაქ გორში სტალინის სახელმწიფო მუზეუმის მიმდებარე სკვერში არსებული მიწის ნაკვეთი ი.ბ. ჯუღაშვილის (სტალინის) ძეგლის დადგმის ადგილა."

 

უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული/აკრედიტებული ორგანიზაციის მიერ გაცემული ყველა საჭირო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის, მათ შორის, პროექტით გათვალისწინებულ კვარცხლბეკზე ძეგლის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით განთავსებისას მისი მდგრადობის, საიმედოობის და უსაფრთხოების შესახებ, სათანადო ექსპერტიზის დასკვნის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანხმობის არსებობის შემთხვევაში განთავსდეს ი.ბ. ჯუღაშვილის (სტალინის) ძეგლი ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად" (ციტატის დასასრული)

 

ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მოამზადა ასევე მეორე განკარგულება, რომლის მიხედვით ხარჯების გაწევის ვალდებულებას ააიპ ,,გორელები" და მისი წარმომადგენლები იღებენ.

 

გაერთიანებული კომისიის სხდომაზე უმრავლესობამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რათა განკარგულების პროექტები სხდომაზე გავიდეს. ინიციატივას მხარი ორმა წევრმა - თამარ თედლიაშვილმა (თავისუფალი დემოკრატები) და მინდია გოდერძიშვილმა (ნაციონალური მოძრაობა) არ დაუჭირა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020