Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
გორის საბავშვო ბაღში მიტანილ პურში მწერი აღმოაჩინეს
პურის საცხობს, რომელიც გორის საბავშვო ბაღებს პურით ამარაგებდა,
საწარმოო პროცესი შეუჩერეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება სურსათის
ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მას შემდეგ მიიღეს, როდესაც
საწარმო ,,რჩეული საცხობი" დაათვალიერეს.
სამმართველოს უფროსი დავით დადიანი საბავშვო ბაღების გაერთიანების წარმომადგენელს ატყობინებს, რომ პურის საცხობ საწარმოში დაფიქსირდა 3 კრიკიტიკული შეუბასაბამობა და 27 არაკრიტიკული შეუსაბამობა:
,,როგორც გავარკვიე, ეს გულისხმობდა იმას, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა საცხობში მწერები ნახეს" - აცხადებს საბავშვო ბაღების გაერთიანების იურისტი ნუგზარ კოჭლაშვილი.
საწარმოს დირექტორი გიორგი გერმანიშვილი აცხადებს, რომ საცხობში კრიტიკული შეუსაბამობები 3 დღეში აღმოიფხვრა:
,,სულ სამი დღე ვიყავით გაჩერებულები. კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა ჭერთან, აცვენილი იყო მასალა. ასევე, არ იყო მოწესრიგებული სავენტილაციო მოწყობილობა და დანადგარებში არ იყო შესაბამისი სისუფთავე დაცული. ჩვენს ეს მითითებები უკვე შევასრულეთ. რაც შეეხება არაკრტიკულ შეუსაბამობებს, ისიც მოგვარებადია." - აცხადებს საცხობის დირექტორი.
საქმე იმაშია, რომ 2019 წლის 28 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში, #19 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან, შევიდა შეტყობინება. ბაღის ადმინისტრაცია იტყობინებოდა, რომ 28 ივნისს მიტანილ პურში აღმოჩენილი იყო უცხო სხეული.
გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს იურისტმა - ნუგზარ კოჭლაშვილმა, სხვა თანამშრომლებთან ერთად, პური საბავშვო ბაღშივე ნახა:
,,ჩვენ ფოტოც გვაქვს გადაღებული, სადაც ჩანს, რომ პურში მწერი იყო. მაშინვე ვაცნობეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომლებმაც შემოწმების შემდგომ ტელეფონის საშუალებით გვაცნობეს, რომ შეამოწმეს მიმწოდებელის საწარმოო პროცესი და აღმოაჩინეს კრიტიკული შეუსაბამობები." - აღნიშნავს იურისტი.
დღეს კი, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღების ადმინისტრაციას წერილი ოფიციალურად გაუგზავნა:
,,თქვენს მიერ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე განხორციელებული სატელეფონო შეტყობინების პასუხად გაცნობებთ, რომ შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ 2019 წლის 29 ივნისს არაგეგმური ინსპექტირება განხორციელდა ბიზნესოპერატორთან: -შ.პ.ს. "რჩეული საცხობი"(პურ-ფუნთუშეულის საცხობი); გორი, თამარ მეფის ქ. არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლენილი იქნა 3 კრიტიკული და 27 არაკრიტიკული შეუსაბამობა. ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობები სგამოსწორებამდე და დაჯარიმდა" - სწერს სამმართველოს უფროსი დავით დადიანი.
,,რჩეული საცხობი" გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებს პურ-ფუნთუშეულით 2019 წლის თებერვლიდან ამარაგებს. ხელშეკრულების ვადა 2019 წლის სექტემბერს იწურებოდა. ჯამში, როგორც ნუგზარ კოჭლაშვილი ამბობს, საცხობს 53 ათას ლარამდე უნდა მიეღო.
1 ივლისიდან კი, გორის საბავშვო ბაღებს მოამარაგებს შპს ,,დავითი 2011".

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани