Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ხიდისთავის ,,ჩინეთის უბანში“ გაზი ზოგს არ აქვს - რატომ?
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ე.წ. ჩინეთის უბანში მცხოვრებთა ერთი ნაწილი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მოსახლეობის მთავარ პრობლემას ბუნებრივი აირის არქონა წარმოადგენს.

qartli.ge-ს დაუკავშირდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ პრობლემის მოგვარების პირობა მათ არაერთხელ მიიღეს, თუმცა, შედეგი არ დამდგარა.

,,ჯერ კიდევ, ახალ წელს დააყენეს მილები და მას შემდეგ გვპირდებიან, გაზი იქნებაო. "გორი გაზში" მივდივარ, პასუხი არ აქვთ. ვის მივმართო? ნახევარს აქვს და ჩვენ რა დავაშავეთ? - აცხადებს ხიდისთავის მცხოვრები ნინო ჭოველიძე.

გორის მერის წარმომამდგენელი ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბობს, რომ გაზიფიცირების პროექტი დასრულებულია, ახლა კი, ჯერი ეკონომიკის სამინისტროსა და "სოკარზეა".

,,ჩინეთის უბანში დიდი ხანია, რაც არის ბუნებრივი აირი, ბავშვი ვიყავი რომ გამოყვანეს. იმ პერიოდში კერძო პირმა დაამონტჟა. იმ მილებით უბნის ნაწილი სარგებლობდა, ხოლო ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი იყო დაახლოებით 30 ოჯახი, რომლებიც ფერდობზე ცხოვრობენ. წელს, მარტში, დარჩენილ სახლებშიც დაამთავრეს მონტაჟი. საჯარო რეესტრშიც დარეგისტრირდა და ეხლა, ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გადასცეს "სოკარს". ზუსტად არ ვიცი, რა ვადებში მოხდება ეს ყველაფერი. ამის მერე, აბონენტად აყვანასთან დაკავშირებით, მოსახელეობას მერიამ უნდა გაუწიოს შუამდგომლობა სოკართან, რადგან, ყველას არ აქვს სახლი დარეგისტრირებული." - აცხადებს გიორგი ბარჯაძე.

ცნობისთვის, "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ინფორმაციით, ხიდისთავის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიდმინარე წლის თებერვლის დასწყისში დაასრულა.

პროექტის ფარგლებში სოფელში გაიყვანეს 33 218 მ სიგრძის გაზსადენი და 1250 ადგილობრივ ოჯახს მიეცა ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის საშუალება. თუმცა, მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე ისევ ბუნებრივი აირის გარეშეა.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020