Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
1 ივლისიდან ევროპული ტიპის პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საარჩევნო სიის კიდევ უფრო დახვეწის მიზნით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისათვის პირადობის ელექტრონული მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია დაიწყო. პირადობის ელექტრონული მოწმობა თანამედროვე, გაუყალბებელი, ევროპული დოკუმენტია. პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციით ამ დრომდე 6 500-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.

აქციის მიზანი საარჩევნო სიების სრულყოფა, სააგენტოს მონაცემთა ბაზების დახვეწა და მოქალაქეების თანამედროვე და სანდო ელექტრონული დოკუმენტით უზრუნველყოფაა. მოქალაქეებს აქციით სარგებლობა მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ. ისინი თავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. სურვილის შემთხვევაში, აქციით ისარგებლებენ საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და საქართველოს ის მოქალაქეები, რომელთაც 2021 წლის პირველ იანვრამდე უსრულდებათ 18 წელი.

2020 წლის პირველ ნოემბრამდე პირადობის მოწმობის უსასყიდლოდ მღება შეუძლიათ პირებს, თუ:

 მათ სახელზე 2019 წლის 1 ივლისამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არცერთი დოკუმენტი არ ყოფილა გაცემული;

 მათზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი 2019 წლის 1 ივლისამდეა გაუქმებული ან უქმდება 2020 წლის 1 ნოემბრამდე;

 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა) ან საერთოდ არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

 რეგისტრაციიდან არიან მოხსნილი, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და აქციის ფარგლებში დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;

 მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებული, აქვთ გაუქმებული პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან კონკრეტულ მისამართზე;

 რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს, ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა და დარეგისტრირდებიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.

უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში პირადობის ელექტრონული მოწმობა 3 020 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. მასში 3 მილიონზე მეტი დაზუსტებული მონაცემია. მათგან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, 1 630 000-მდე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 32 2 40 10 10.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020