Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ბრინჯში დამალული ჰეროინის საქმე - შსს-მ ტრანზიტული ნარკორეალიზაციის ფაქტი ვერ დაადასტურა
ნიდერლანდების მოქალაქეს, რომელსაც მანქანის საწევარაში მოთავსებულ ბრინჯში დამალული ჰეროინი უპოვეს, 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 2019 წლის 18 თებერვალს მიიღო.

აქმის მასალების მიხედვით, ჰეროინი ბრინჯის ქვეშ იყო დამალული. ბრალდების მიხედვით, ნიდერლანდელ მოქალაქეს, ირანიდან აზერბაიჯანის გავლით, საქართველოში შემტანილი ბრინჯი, ბათუმის პორტიდან, უკრაინაში უნდა წაეღო, ბორანით. უკრაინიდან კი, - ნოდერლანდების სამეფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 12 ივნისს, საღამოს საათებში, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,ბათუმის პორტში" ნიდერლანდების მოქალაქემ 8 985 კგ ბრინჯი მიიტანა .

,,აღნიშნული ავტომანქანა დასკანერების მიზნით გადაიყვანეს ადლიის სტაციონარულ სკანერზე, რის შედეგადაც მისაბმელის ძარის ქვედა ნაწილში აღმოჩენილი სამალავიდან ამოიღეს 356 ცალი ვერცხლისფერი ბრიკეტი. ერთ-ერთი ბრიკეტიდან ამოღებული ნიმუშის სპეციალური ტესტით შემოწმებისას დადგინდა, რომ აღმოჩენილი ნივთიერება შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს". - წერია ბრალდებაში.

შსს-ს პოზიცია

2016 წლის 13 ივნისს, საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა  აღმოაჩინეს 356 (სამას ორმოცდათექვსმეტი) ცალ ბრიკეტად დაფასოებული ფხვნილი, რომელიც წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალება,,ჰეროინის" შემცველ ნარევს, საერთო წონით -   177 750.8 გრ (177 კგ და 750.8 გრ), რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის" წონა იყო -  96 598.67 გრ (96 კგ და 598.67გრ).

სასამართლოს პოზიცია

უზენაესმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა წინასწარ გამოძიებაში აღიარა დანაშაული და მიუთითა, რომ ნარკოტიკი ირანიდან მოჰქონდა. თუმცა, დოკუმენტურად დასტურდება, რომ ნიდერლანდების მოქალაქე ირანში ვერ ჩავიდა, რადგან ვიზა არ მისცეს.

,, ტვირთის(ბრინჯის) წამოსაღებად მოქალაქე ფიზიკურად ვერ ჩავიდა ირანში (უარი ეთქვა ვიზაზე) და საქართველოში ჩამოვიდა 2016 წლის 8 ივნისს, მანამ, სანამ მისი კუთვნილი საწევარა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთდა; შემდეგ, იმავე წლის 10 ივნისს, მისმა ავტომანქანამ, რომელსაც მართავდა არა ა. მ. ბ., არამედ - ს.ო., უპრობლემოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი წითელი ხიდის გავლით; საწევარა 2016 წლის 10 ივნისიდან - იმავე წლის 12 ივნისის შუალედში განთავსებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ავტოსადგომზე. არ არსებობს არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა, თუ სად, რომელ ქვეყანაში და როდის განთავსდა ავტომანქანის სამალავში ნარკოტიკული ნივთიერება." - აღნიშნა მოსამართლემ გადაწყვეტილებაში.

უზენაესმა სასამართლომ  მუხლი - ,,განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის მცდელობის" შესახებ, მოხსნა, საკმარისი მტკიცებულებები არარსებობის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, დანაშაული  ,,განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოდან უკანონო გატანის მცდელობად" იქნა მიჩნეული.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020