Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
გორში მიმდინარე მოდების კვირეულის ორგანიზატორი თეა კეჩხუაშვილს „ფეშენ TV”-ს ყურებას ურჩევს
„თეა კეჩხუაშვილი აცდენილია მოდის ტენდენციებს და ვურჩევ, „ფეშენ ტვ“-ის ადევნოს თვალი.“ - ასე გამოეხაურა „Region Fashin Week“-ის დირექტორი, ოსებ კავკავაშვილი შიდა ქართლში, კომპანია „იმიჯ ცენტრის“ ყოფილი წარმომადგენლის, თეა კეჩხუაშვილის კომენტარს, რომელიც მან, qartli-ge-ს, მოდების ჩვენების გახსნის ცერემონიალზე მისცა.

„ ჩემს თვალში ეს ადამიანი არის გოიმი. 20 წლის წინ, ია კიწმარიშვილის წარმომადგენელი ვიყავიო, რომ ამბობს, არავინ იცის მართლა იყო თუ არა. 20 წლის წინ სხვა ტენდენციები იყო, ახლა სხვაა. კეჩხუაშვილი ჩამოირჩენილი და აცდენილია თანამედროვე მოდის ტენდენცოებს. მე დავდივარ ბერლინის და პარიზის მოდის კვირეულებზე, ასევე ვესწრები საქართველოში გამართულ ყველა კვირეულს და თანამედროვე მოდა ისაა, რაც გორში ხდება, უკვე ორი დღეა.“-გვითხრა კავაკავაშვილმა.

მისივე თქმით, ორგანიზატორებისთვის მთავარი ისაა, რომ მათი ნამუშევრით მუნიციპალიტეტის პირველი პირები კმაყოფილები არიან და მსგავსი ღონისძიების ჩატარების სურვილი, მომავალი წლისთვისაც გამოთქვეს.

,,გორის მერიც და მისი მოადგილეც კმაყოფილები არიან ,,Region Fashin Week“-ით და ვიღაც კეჩხუაშვილი თუ უკმაყოფილოა, ეგ ჩემთვის საინტერესო აღარ არის. უყუროს „ფეშენ ტვ-ის ხშირად, ამას ვურჩევდი.“ - განაცხადა სოსო კავკავაშვილმა.

ცნობისთვის, თეა კეჩხუაშვილმა რეგიონალურ სამოდელო კვირეულის მიმართ გარკვეული პრეტენზიები მას შემდეგ გააჟღერა, რაც ჩვენებაზე დასასწრებად მისულს, პოდიუმი არ დახვდა. მოდელები პირდაპირ, ასფალტის საფარზე დადიოდნენ.

,,ტექნიკური მხარე საკმაოდ კარგი იყო. განათება, ხმა, ყველაფერი ძალიან კარგი იყო. ერთადერთი რაც თვალში მომხვდა, იყო ის, რომ არ იყო პოდიუმი. დანარჩენი იყო კარგად მომზადებული. მაინც ვფიქრობ, რომ გორს კიდევ უფრო მაღალი მოდის ჩვენება ეკადრება. მოდელებს არაფერს ვერჩი, ძალიან კარგი გოგონები არიან.“ - განაცხადა კეჩხუაშვილმა.

სოსო კავკავაშვილი დასძენს, რომ თანამედროვე ჩვენებების უმრავლესობა იმართება სხვადასხვა ადგილზე: ,,თუ დააკვირდება, ქალბატონი თეა, თანამედროვე ტენდენციებს, ნახავს, რომ ჩვენებების მოსაწყობად იყენებენ ისეთ ადგილებს, როგორიცაა ტყე, აეროპორტი და ასე შემდეგ." - აღნიშნავს კავკავაშვილი.

შეგახსენებთ, 20 ივლისს, გორში, სტარტი აიღო ანტისაოკუპაციო, რეგიონალურმა Fashion Week-მა, სახელწოდებით ,,არა ოკუპაციას", სადაც მონაწილეობას გორელი დიზაინერებიც იღებენ: ნინო ქარქუსაშვილი, სოფიო ტუაევის, მარიამ პაპიტაშვილის, ნათია თხელიძისა და ხატია ბედინაშვილის კაბები მოდელებმა წარმოადგინეს.

„ფეშენ უიქი“ დღეს, კულტურისა და დასვენების პარკში დაიხურება. ღონისძიებები გასული ორი დღის განმავლობაში თეატრში და გოგებაშვილის ქუჩაზე მიმდინარეობდა. მოდების ფესტივალში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დიზაინერები მონაწილეობენ.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020