Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
,,ჩემი სოფელი ქართლშია“ - მსახიობი ნინო ადამაშვილი, რომელსაც თბილისიდან ,,გასახლებით" დაემუქრნენ
ნინო ადამაშვილს ძალიან უყვარს ის
მხარე, სადანაც წარმოშობით გახლავთ. მისი მშობლიური სოფელი ქვემო
ხანდაკია.
,,ნახევარი ცხოვრება გატარებული მაქვს კასპში. დედაჩემი პედაგოგია და 1-2 წელი კასპის მეორე საჯარო სკოლაში ასწავლიდა, სადაც მეც ვსწავლობდი. შემდეგ, სწავლა გავაგრძელე თბილისში. ძალიან თბილი მოგონებები მაქვს ჩემს სოფელთან. ყოველ შაბათ-კვირას ჩავდიოდი, ქვემო ხანდაკშიც და დასთან სოფელ კავთისხევში“ - ამბობს ნინო.
ტელეწამყვანი ნინო ადამაშვილი, „რეგიონ ფეშენ ვიქის“ ფინალურ შოუზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია. მასსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის დაპირისპირებამ სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
დიზაინერი გორგი მასხულია ნინო ადამაშვილს თბილისიდან ,,გასახლებით“ დაემუქრა: ,,რაზე ჩივი, ქალო. გადაგასახლებ თბილისიდან“ - უთხრა მასხულიამ ადამაშვილს. ,,მე კიდევ გაგასახლებ სენაკში, სამუდამოდ“ - უპასუხა ადამაშვილმა მასხულიას.
ადამაშვილის და მასხულიას დაპირისპირების ამსახველ ვიდე
ობს, მხოლოდ, Qartli.ge-ს ფეისბუქგვერდზე,
ასი ათასობით ნახვა აქვს.
ნინო ადამაშვილს ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, 10 წლის გოგონა და 8 წლის ვაჟი. ამბობს, რომ გორის „ფეშენ ვიკზე“ სკანდალში გახვევა, მეუღლესთან ისედაც რთული ურთიერთობის ფონზე, კიდევ უფრო გართულების ფასად დაუჯდა.
,,ამ მასხულიასთან დაპირისპირებამ კიდევ უფრო მეტად გამირთულა ურთიერთობა მეუღლესთან. არავის არ ესიამოვნება, მისი მეუღლე რომ ასეთ სკანდალში გაეხვეს და აჭრელდეს ინტერნეტი. მე კი ვიცი, რომ მართალი ვარ და გამოძიებაც დაადგენს, რომ მართალი ვარ, მაგრამ ხალხის ყბაში რომ ჩავარდები და საღლიცინო ხარ, ძალიან რთული თემაა. ამ ეტაპზე ერთად ვართ, თუმცა, ერთად ვიქნებით თუ ცალცალკე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, იქიდან გამომდინარე რომ ორი შვილი გვყავს. ჩემი მეუღლე, როგორც მამა, არის არაჩვეულებრივი, რასაც მე ვაკეთებ შვილებისთვის, ისიც იმას აკეთებს.“ - ამბობს ნინო.
ნინო ამჟამად ინტერნეტ ტელევიზია POS-TV-ში მუშაობს. მას ახლა უკვე ორი გადაცემა აქვს. თავდაპირველად კი, ინტერნეტსივრცეში „მეგობრიბის დღიურებით“ გამოჩნდა.
,,POS-TV-ში, რომელიც ცოტა ხნის წინ ორი წლის გახდა, პირველივე დღიდან ვმუშაობ; როცა მივიდა შალვა რამიშვილი, როცა მივიდა ზვიო, როცა მივიდა ჩვენი ტექნიკური დირექტორი ილია ელერდაშვილი, მეც დამირეკეს და დამიძახეს.“-გვეუბნება ნინო.
POS-TV-მდე ტელეიმედის თანამშრომელი იყო, თუმცა, კომპანიიდან შალვა რამიშვილის გათავისუფლების შემდეგ, იმედიდან საკუთარი სურვილით წავიდა. , ჩვენ იმედში გვითხრეს, რომ ვწყვეტთ თანამშრომლობას შალვა რამიშვილთან და ვაგრძელებთ გუნდთანო. რამდენიმე თანამშრომელი და მათ შორის მეც, შალვას გამოვყევით. ჩემი აზრით, როდესაც ჩემს პროდიუსერს უჭირს, მე არ უნდა ვიფიქრო იმაზე, პლასტიკურ ბარათზე, რა თანხა დამერიცხება.“ - განმარტავს ნინო.
ადამაშვილის და რამიშვილის თანამშრომლობა 15 წელს ითვლის, POS-TV-მდე და ტელეიმედამდე იყო რადიო „თანამგზავრი“, სტუდია „პლანეტა ლაზიკა“ და ტელეკომპანია ,,202“.
,,2004 წელს ქასთინგი გავიარე და მოვხვდი 202-ში. სამი წელი ვმუშაობდი, სერიალ „დიდი სახლის“ მსახიობი ვიყავი, ასევე იყო სერიალი „შმატრული“, სადაც ვთამაშობდი. გარდა ამისა, იყო სხვადასხვა ვიდეოარტები, რომელშიც ვიღებდი მონაწილეობას. მეორე მოხდა ის, რაც მოხდა. ჩვენი ტელევიზიაც ისევე, როგორც სხვა მრავალი ტელევიზია, შეეწირა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმს. მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციური განცხადებები ხშირად ისმოდა ჩვენს არხზე. მერე შალვა რამიშვილი დაიჭირეს, ციხეში იყო, მერე იმ პერიოდში მე გავთხოვდი, პირველი უფროსი შვილი დაიბადა 2009 წელს.“ - იხსენებს ნინო.
ნინო ადამაშვილმა რამდენიმე წლის წინ საზოგადოებას თავი კიდევ ერთი რეზონანსული პროექტით დაამახსოვრა. ის „მის მკერდის“ ორგანიზატორი და ავტორია. კონკურსი ამჟამად აღარ იმართება თუმცა, ნინო საკუთარ სამოდელო სააგენტოს მაინც ინარჩუნებს.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани