Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
პურში ,,შავი ჭიები" გორის კიდევ 3 საბავშვო ბაღში იპოვეს
24 ივლისს, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანების
ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს
ოფიციალურად აცნობა, რომ 3 საბავშვო ბაღში მიტანილ პურში შავი ჭიები
აღმოჩნდა. მისი თქმით, გარდა მე-12 ბაღისა, რომლის შესახებ ვწერდით,
შავი ჭიები კიდევ რამდენიმე ბაღში აღმოჩნდა:
,,ოფიციალური განცხადებით მოგვარმთა 3 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა, დანარჩენებმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე მიაწოდეს ინფორმაცია" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.
შემთხვევა 24 ივლისს მოხდა. შპს ,,დავითი 2011"-ის წარმომადგენლების მიერ მიტანილ პურში სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებმა პურში უცხო სხეულები ნახეს.
,,სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაგვიდასტურეს, რომ ეს იყო კრიტიკული შეუსაბამობა და შესაბამისი საწარმო დაჯარიმდა" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.
ცნობისათვის, შპს ,,დავითი 2011"-ს, რომლის ხელმძღვანელია ელგუჯა ჩაკვერაძე, ხელშეკრულება გადაუდებელი აუცილებლობით, 2019 წლის 29 ივნისს გაუფორმდა. პურის საცხობი გორში, ძმები რომელაშვილის (ყოფილი გორკი) # 185-ში მდებარეობს.
აღნიშნული კომპანია სხვადასხვა დროს ბაღებს პურით ამარაგებდა. 29 ივნისს მასთან ხელშეკრულება იმ პირობით გაფორმდა, რომ უკეთეს პურს მიიტანდა, ვიდრე შპს ,,რეჩეული საცხობი". სხვათა შორის, ,,რჩეულ საცხობს" ბაღების გაერთიანებამ ხელშეკრულება 28 ივნისს შეუწყვიტა, სწორედ, პურში აღმოჩენილი უცხო სხეულის გამო.
რა ხდება საბავშვო ბაღებში?
ამის თაობაზე სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას წერილობით ითხოვს. ჯერ-ჯერობით, ოფიციალური დოკუმენტი შპს ,,დავითი 2011"-თან დაკავშირებით, არ გვაქვს. ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.
,,ბოლო შემთხვევა, როგორც გითხარით, 3 დღის წინ, 24 ივლისს მოხდა. ჩვენ, იმავე დღეს, ბავშვებისთვის სხვა კომპანიისგან შევიძინეთ პური. ეს ახალი კომპანია თბილისში აცხობს პურს" - აცხადებს ლია კოვზიაშვილი.
ეს უკვე მესამე კომპანიაა, რომელიც ბაღების გაერთიანებამ, ბოლო ერთ თვეში, მოძებნა.
ქრონოლოგია ასეთია:
2019 წლის 28 ივნისს მე-19 ბაღში იპოვეს მწერი. ბაღების გაერთიანებამ შეწყვიტა ხელშეკრულება შპს ,,რჩეული საცხობთან". სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 3 დღით დაკეტა საცხობი.
ამის გამო, 2019 წლის 29 ივნისს ბაღების გაერთიანებამ ხელშეკრულება შპს ,,დავითი 2011"-თან, დაახლოებით, 11 ათას ლარზე, გააფორმა. ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში შპს ,,დავითი 2011"-ის მიერ მიტანილ პურში (ერთ ცალში) ხოჭო იპოვეს.
ერთი თვის შემდეგ, 2019 წლის 24 ივლისს რამდენიმე საბავშვო ბაღში, შპს ,,დავითი 2011-ის მიერ მიტანილ პურებში აღმოაჩინეს შავი ჭიები.
საცხობის მფლობელთა პოზიციები
შპს ,,რჩეული საცხობის" დირექტორი გია გერმანაშვილი აცხადებს:
,,ჩვენ მხოლოდ ერთი პურის გამო შეგვიწყვიტეს ხელშეკრულება. ისიც უსაფუძვლოდ. ერთადერთ პურში აღმოჩნდა მწერი, ისიც გარედან მიკრული. ჩვენ სასამართლოს მივმართეთ, რადგან უსაფუძვლოდ შეგვიწყვიტეს ხელშეკრულება"
რაც შეეხება შპს ,,დავითი 2011"-ს, მის ხელმძღვანელს იმ ნომერზე დავურეკეთ, რომელიც შესყიდვების გვერდზე მითითებულია. უცნობმა წარმომადგენელმა პასუხის შემდეგ, ზარი გათიშა. შემდეგ კი, აღარ გვპასუხობდა.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ამბობს, რომ ,,დავითი 2011"-ის მიერ მიტანილ პურში, ერთი კვირის წინ, ხოჭოც აღმოჩნდა, თუმცა მხოლოდ ერთ პურში:
,,მაშინაც მოვახდინეთ რეაგირება. საქმის კურსში სურსათის ეროვნული სააგენტო ჩავაყენეთ, თუმცა, ხელშეკრულება პურის საცხობს არ გავუწყვიტეთ, რადგან ფაქტი, როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოდან მიღებული წერილით გავარკვიეთ, არ ყოფილა კრიტიკული შეუსაბამობა. ერთი ხოჭოს გამო და სურსათისს ეროვნული სააგენტოს დასკვნის საფუძველზე, ერთი კვირის წინ არ შეგვიწყვეტია ხელშეკრულება, ამჯერად კი, შევწყვიტეთ" - განმარტავს ლია კოვზიაშვილი.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани