Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ქარელში ფულის გამოძალვის ფაქტი ფარული კამერით გადაიღეს
ბრალდების მიხედვით, იგი სოფელ რუისში მცხოვრებ მამაკაცს ფულად თანხას სისტემატიურად სძალავდა. მოქალაქემ ფაქტის

ქარელში მცხოვრებ მ.ბ.-ს, სასამართლომ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით, მიუსაჯა. გადაწყვეტილება 2019 წლის 17 მაისს მიიღეს.

ბრალდების მიხედვით, მსჯავრდებული სოფელ რუისში მცხოვრებ მამაკაცს ფულად თანხას სისტემატიურად სძალავდა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებული ხშირად ხვდებოდა მოქალაქეს, როგორც გორის, ასევე, ქარელის რაიონში და ითხოვდა 450 დოლარის გადაცემას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდა.

მოქალაქემ ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. სამართალდამცავებმა, მოქალაქესთან ერთად, გამოძალვის ფაქტი ვიდეოფირზე გადაიღეს.

,,აღნიშნული მუქარის შედეგად, მოქალაქემ სოფელ რუისში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლის სარდაფში მ. ბ-ს გადასცა მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 250 ლარი. იმავე წლის 29 ოქტომბერს ქარელში ბრალდებულმა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით მოქალაქეს კვლავ მოსთხოვა მომდევნო დღეს 350 აშშ დოლარის გადაცემა." - აღნიშნულია პროკურატურის ბრალდებით ნაწილში.

ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა გამამართლებელი განაჩენი მოითხოვა, იმ მოტივით, რომ იგი არა თუ თანხას სძალავდა, არამედ ვალის დაბრუნებას ითხოვდა.

,,დაზარალებულს არ სურდა ვალის გადახდა. სასამართლოს მისცეს ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები, ხოლო საკუთარი დანაშაულის დასაფარად ითანამშრომლეს სამართალდამცავ ორგანოებთან და გადაწყვიტეს ყველაფერი უდანაშაულო ადამიანისთვის დაბერალებინათ" - აღნიშნა ადვოკატმა სასამართლო პროცესზე.

მესამე ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდებულისა და მისი ინტერესების დამცველის პოზიცია:

,,სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ბრალდებული ითხოვდა მხოლოდ იმ თანხის გადაცემას, რაც რამდენიმე ხნით ადრე მისთვის სესხის სახით ჰქონდა გადაცემული. ასევე არ არ იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს ბრალდებული მოგვიანებით გახდა დანაშაულის პროვოცირების მსხვერპლი, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, მათ შორის ვიდეოჩანაწერებიდან, რომლებითაც დასტურდება, რომ დაზარალებულის ქცევა არ არის მაპროვოცირებელი, ბრალდებული ითხოვს არა ვალის დაბრუნებას, არამედ ძალადობის გამოყენების მუქარით - მისთვის გარკვეული რაოდენობის თანხის გადაცემას." - აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

სასამართლოსთვის ასევე უსაფუძვლო აღმოჩნდა ადვოკატის მითითება დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებების არასარწმუნოობის შესახებ, ვინაიდან, სასამართლოს აზრით, ჩვენებები არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი. ,,ისინი შესაბამება როგორც ერთმანეთს, ისე - საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც სასამართლოს საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია." - აღნიშნა მოსამართლემ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020