Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят
на дорогу трое детей.
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в
течение этого одного года.
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки –
Баланисхеви
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других,
некоторые из них одиноки,
კასპის მერიას ნახევარმილიონიანი ტენდერი შეაწყვეტინეს
,,იპარავენ დოკუმენტაციას
სხვებისგან, ფოტოშოპით ამუშავებენ და ისე იღებენ მონაწილეობას
ტენდერებში. 5 კომპანია აქვს ამ ფილიალს და ხუთივე მათგანი შავ სიაში
შევიდა. ორი პიროვნებაა მითითებული, რომლებიც რეალურად ამ კომპანიის
კი არა სხვა კომპანიის თანამშრომლები არიან. პირადობაზე სხვანაირად
აქვს პიროვნებას ხელი მოწერილი, ხელშეკრულებაზე სხვანაირად. გზების
დეპარტამენტის ტენდერში ერთ-ერთ პიროვნებაზე წარმოდგენილი ინფორმაციაც
არასწორია, რადგან იმ კომპანიაში ვერ იმუშავებს ეს პიროვნება, იმიტომ
რომ აღნიშნული კომპანია გაკოტრდა 2012 წელს და მას მერე არ
უმუშავია." - ასეთ განცხადებას აკეთებს კომპანია
,,ჯორჯიან ენერჯის" წარმომადგენელი, რომელმაც კასპის მერიას იმის გამო
უჩივლა, რომ გამარჯვებულად არასანდო კომპანია გამოაცხადა.
შესყიდვების სააგენტომ, 2019 წლის 22 ივლისს, კასპის მერიას ნახევარმილიონიანი ტენდერი შეაჩერებინა. მერიის სატენდერო კომისიამ გამარჯვებულ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა. მდინარე ლეხურას ნაპირსამაგარ სამუშაოებზე შპს „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“ გამარჯვებულად 2019 წლის 28 ივნისს იყო გამოცხადებული.
,,ვასაჩივრებთ სატენდერო კომისიის 2019 წლის 28 ივნისის სხდომის N3 ოქმს, რომლითაც გამარჯვებულად გამოვლინდა იურიდიული პირი „რეკონსტრუქცია XXI მუდმივი დაწესებულება“. მოთხოვნილი იყო ანალოგიური გამოცდილება 4.6 მლნ ლარზე მეტი. ანალოგიურად შემსყიდველი განიხილავდა მდინარის კალაპოტების წმენდას, გაღრმავებას, გაბიონებისა და ნაპირსამაგრი კედლების მოწყობას. პრეტენდენტმა წარმოადგინა გარკვეული დოკუმენტები. გამოცდილების დასადასტურებლად წარადგინა ყაზახეთში შესრულებულ სამუშაოზე (ხიდის რეაბილიტაცია და ხიდთან მისასვლელი ნაპირების გამაგრება) გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 5 300 000 ლარია. წარმოდგენილია ფორმა N2 და მიღებაჩაბარების აქტებიც. თუმცა, აქედან ერთ-ერთი თავი ეთმობა ნაპირსამაგრ სამუშაოებს და შესაბამისი კურსის დათვლით არ სცდება 1 811 000 ლარს, რაც მოთხოვნილი გამოცდილების ნახევარიც არ არის. თუ სხვა სახის სამუშაოებიც ჩათვალა შემსყიდველმა, მაშინ ზოგადად სამშენებლო სამუშაოები უნდა მოეთხოვათ სატენდერო დოკუმენტაციით. გამარჯვებული კომპანია იანვრიდანაა რეგისტრირებული საქართველოში, დღემდე 48 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. ასევე, მოთხოვნის თანახმად უნდა წარედგინა პრეტენდენტს ჰიდროლოგი." - წერს ,,ჯორჯიან ენერჯის" წარმომადგენელი.
კასპის მერია საჩივრის განხილვის დროს არ დაეთანხმა საჩივარში მითითებულ გარემოებებს და აღნიშნა:
„ტენდერი გამოცხადებული გვაქვს მდინარე ლეხურის კალაპოტის ამოწმენდა დაღრმავების სამუშაოებზე. ანალოგიურ სამუშაოდ განვიხილავდით მდინარის კალაპოტის გაწმენდა/დაღრმავება, ნაპირსამაგრების კედლების და გაბიონების მოწყობის სამუშაოებს. პრეტენდენტმა წარმოადგინა ხელშეკრულება, რომელიც ჯამში 5 600 000 მლნ ლარზე მეტის ღირებულებისაა. ხელშეკრულების საგანია მდინარე ბადამის გავლით ნაპირების, სავალი ავტოგზის და ხიდთან შესასვლელი გზის გამაგრებითი ხიდის მშენებლობა და რეაბილიტაციის სამუშაოები.“
შესყიდვების სააგენტოს საბჭოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ კასპის მერიის მსჯელობა დაუსაბუთებელია.
,,კასპის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიის 2019 წლის 28 ივნისის სხდომის ოქმში მითითებულია სატენდერო კომისიის მსჯელობის შედეგი, თუმცა თავად მსჯელობა, თუ რის საფუძველზე მივიდა სატენდერო კომისია იმ დასკვნამდე, რომ „რეკონსტრუქცია XXI'' მუდმივი დაწესებულების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამებოდა სატენდერო მოთხოვნას, ოქმში ასახული არ არის. შესაბამისად, არასაკმარისი ინფორმაციის ქონის გამო საბჭო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს და ცალსახად განსაზღვროს თუ რამდენად სწორია შემსყიდველი ორგანიზაციის სატენდერო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება." - აღნიშნულია საბჭოს გადაწყვეტილებაში. კასპის მერიას ახალი გადაწყვეტილების მიღება დაავალდებულეს.
რაც შეეხება ყალბ დოკუმენტაციას, საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ მომჩივან ორგანიზაციას დასადასტურებლად არანაირი სახის მტკიცებულება (დოკუმენტი, მონაცემი და სხვ.) არ წარმოუდგენია/მიუთითებია და მისი პოზიცია ეყრდნობა მხოლოდ ზეპირ განმარტებებს, რითაც ცალსახად არ დასტურდება მათი სისწორე.

Другие новости
Новости
17:23 / 20.04.2023
Грузинские достопримечательности и наслаждение грузинской кухней в ресторане Bread&Wine /R/
Грузия - это страна с богатой культурой и наследием,
04:53 / 18.11.2021
Когда хронический пациент просит сделать прививку…
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
13:48 / 13.11.2021
Гиви Абалаки – 86-летний фермер из Горийского муниципалитета
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш
хозяин.
14:43 / 11.11.2021
Горджи – ешь, не останавливаясь
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на
горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет
гражданства Грузии,
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и
глубоко затянулся.
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала
первые шаги, в Грузии.
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между
оккупированным Лопани