Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
კიდევ ერთი კომპანია ხაშურში, რომელიც საბავშვო ბაღის მშენებლობაზე აღარ ჩანს
ხაშურის მუნიციპალიტეტი შპს „ბაბი-XXI“- ს სასამართლოში უჩივლებს. ინფორმაცია შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

ხაშურის მერიამ გომის საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციოდ ტენდერი 2019 წლის 11 თებერვალს გამოაცხადა, რომელშიც „ბაბი-XXI“ - მ გაიმარჯვა. კომპანიას სააღმზრდელო დაწესებულების შენობის რეაბილიტაცია 21 მაისს  უნდა დაესრულებინა, თუმცა სამუშაოების მხოლოდ ნაწილია შესრულებული.

პროექტის ღირებულება 35 281 ლარი იყო. ამ დროისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხაშურის მუნიციპალიტეტს კომპანიისთვის 13 299 ლარი აქვს გადარიცხული.

„გადარიცხული თანხის ნაწილი 7 000 ლარი უკან დაგვიბრუნდება, რადგან კომპანიას საბანკო გარანტია ჰქონდა. შესყიდვების სააგენტოს წერილობით უკვე მივმართეთ და მოვითხოვეთ, რომ კომპანია შავ სიაში შეიტანოს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ეს სამუშაოების ღირებულების 5%-ია. კომპანიას მოუწევს ეს თანხა მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გადაიხადოს, სასამართლოს მეშვეობით“ - გვითხრა ხაშურის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურმა.

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი შპს „ბაბი-XXI”- ს წარმომადგენელს ვერ დაუკაბვშირდა, რადგან კომპანიას დოკუმენტებში საკონტაქტო ინფორმაცია მითითებული არ აქვს.

ხაშურის მუნიციპალიტეტმა გომის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციაზე ტენდერი ისევ გამოაცხადა.

კომპანიას შედეგი სახის სამუშაოები უნდა შეესრულებინა:  იატაკის ფენის დემონტაჟი, ფასადის კედლებიდან ნალესის ჩამოყრა, კარ-ფანჯრების დემონტაჟი, სახურავის ნაშვერის შეფიცვრის მოწყობა ფიცრებით და შეღებვა ზეთოვანი საღებავით ორჯერ, მეტალოპლასტიკის კარის და ფანჯრების ჩასმა, იატაკის დემონტაჟი და ახლის მოწყობა, ასევე მაღალხარისხიანი ლამინირებული პარკეტის დაგება. შენობის ფასადის ლესვა, შეკიდული ჭერის მოწყობა, შიდა კედლებისა და ჭერის დამუშავება-შეღებვა, სველი წერტილების მოწყობა და ეზოს ნარჩენებისგან გაწმენდა.

ხაშურის მერიის ცნობით, კომპანიამ მხოლოდ იატაკი შეაკეთა.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020