Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
გორში ბოლო წლების განმავლობაში გველის მიერ ადამიანის დაკბენის ფაქტი არ ფიქსირდება
გორში, ბოლო წლების განმავლობაში, გველის მიერ, ადამიანის დაკბენის ფაქტი არ ფიქსირდება.

ამის შესახებ qartli.ge-ს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.

როგორც ცენტრის დირექტორი, მარიამ გიუნაშვილი ამბობს, ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში შესაბამისი პრეპარატი მარაგში აქვთ.

მისივე ინფორმაციით, „პოლივალენტური“ შრატი მათთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და  „გორმედში“ ინახება.

ვაქცინა ,,ანტიგიურზინი“ კი, გორის სამედიცინო დაწესებულებებში არ არის.

„ერთი შრატი „გორმედშია“, ვინაიდან, აღნიშნული კლინიკა ყველა ასაკის პაციენტისთვისაა განკუთვნილი. რაც შეეხება მეორე ვაქცინას, ჩვენთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ინახება. საჭიროების შემთხვევაში, ანტიგიურზინის შემოტანაც არ იქნება პრობლემა თბილისიდან,“-აცხადებს გიუნაშვილი.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში იმასაც ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გველს ადამიანისთვის არ უკბენია.

გორის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გია ედიშერაშვილის ინფორმაციით, ლიტერატურული მონაცემებით გიურზა მცხეთასთან არის დაფიქსირებული თუმცა, ამის ფაქტობრივი მონაცემი არ არსებობს.

მისივე თქმითვე, გორის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია ქვეწარმავლის სხვა სახეობები, მათ შორის არის შხამიანი გველებიც.

„გველის სხვადასხვა სახეობას ვხვდებით ჩვენს რეგიონში. მაგალითად გორში, კვერნაკის მთაზე გავრცელებული არის „კატისთვალა“, რომელიც პირობითად არის შხამიანი. ასევე შხამიანია ცხვირქოსანი გველგესლა, რომელიც გვხვდება „თრიალეთის“ ქედზე, ტანას ხეობაში. ასევე არის ამიერკავკასიური, წენგოსფერი მცურავი, წითელმუცელა მცურავი და ორი სახეობის ანკარა. რაც შეეხება გიურზას, გიურზა მხოლოდ ლიტერატურული მონაცემებით, ისიც მცხეთასთან არის დაფიქსირებული მაგრამ, ამის ფაქტობრივი მონაცემები არ არის,“-გვეუბნება ედიშერაშვილი.





Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020