Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ხაშურელი ჯარისკაცები, რომლებიც აგვისტოს ომში ცხინვალის მისადგომებთან დაიღუპნენ
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ცხინვალის მისადგომებთან ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სამი ჯარისკაცი დაიღუპა. ასაკით ყველაზე პატარა 19-ის, ხოლო ყველაზე უფროსი 23 წლის იყო.

1988 წელს დაბადებული გიორგი წიქარიშვილი 8 აგვისტოს ცხინვალის დაცვისას დაიღუპა.

მან 2006 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა, 2007 წლიდან ჯერ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის მეტყვიამფრქვევე, შემდეგ კი მსუბუქი ქვეითი ათეულის საცეცხლე ჯგუფის მეთაური იყო. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.

წიქარიშვილი რამდენიმე კვირის დაქორწინებული იყო, მას შვილი არ დარჩენია. ხაშურში, ჭალის დასახლებაში, სადაც ის ცხოვრობდა ერთ-ერთ ქუჩას ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გიორგი წიქარიშვილის სახელი მიანიჭა.

კაპრალი ზაურ მახარაშვილი დაიბადა 1986 წელს, ის სოფელ ოსიაურიდან იყო.

2007 წლიდან ის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის რიგებში მეტყვიამრფქვევედ ირიცხებოდა.

11 აგვისტოს ის გორის რაიონში, სოფელ ფხვენისში განთავსებულ თავდაცვის ზღუდეზე, მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი საარტილერიო ჭურვის აფეთქების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა.

სიკვდილის შემდეგ გადაეცა მედალი „მხედრული მამაცობისათვის“.

კაპრალი დავით ბლიაძე დაიბადა 1985 წელს სოფელ ქვიშხეთში.

2004-2005 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში.

2007 წლის სექტემბრიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარების მე-4 ქვეითი ბრიგადის რიგებში საცეცხლე ჯგუფის მეთაურად.

ზემო ნიქოზის მხრიდან განხორციელებული იერიშის დროს ქ. ცხინვალზე, ე.წ. შანხაის უბანში, მოექცა ალყაში.

დაიღუპა მოწინააღმდეგის მიერ გახსნილი ინტენსიური ცეცხლის შედეგად.

სიკვდილის შემდეგ მიენიჭა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერის წოდება.



Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020