Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
სალომე თინიკაშვილი - კედლის მხატვარი
სალომე თინიკაშვილი 17 წლისაა. ცხოვრობს გორში. სკოლაა ახლახანს დაამთავრა. მისი მთავარი გატაცება ხატვაა.

,,ძირითადად როცა მეკითხებიან, თუ როდის დავიწყე ხატვა, მიჭირს პასუხის გაცემა, იმიტომ, რომ არ მახსოვს ეს პერიოდი. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დაბადებიდანვე ვხატავ. ამიტომ ჩემთვის ძალიან ახლოა ეს სფერო და უშუალოდ ეს პროცესი. არ მაქვს კონკრეტული მასალა, რომელზეც ვხატავ. შეიძლება დავხატო ფურცელზე, ტილოზე ან სულაც კედელზე, მაგრამ ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც კედელზე ვხატავ." - ამბობს სალომე.

კედლის ნახატმა ცოტა ხნის წინ გორში დიდი მღელვარება გამოიწვია. ანტისაოკუპაციო სტენსილი (კედლის ნახატი) მალევე უცნობმა პირებმა წაშალეს. სალომე მუშაობას საკუთარი ოთახის კედლებზე აგრძელებს:



,,ეს კედლები მოიცავს ჩემი განვითარების ეტაპებს. დაახლოებით 13 წლიდან დღემდე და მუდამ ვცდილობ, რომ აღვბეჭდო ამ კედლებზე ჩემი განვითარება. ვინაიდან ჩემთვის ძალიან ახლო არის ეს ოთახი და ეს გარემო ზოგადად. ვინაიდან ხელოვნება ჩემთვის სხვადასხვა ემოციებთან და ამ ემოციების მიქსთან ასოცირდება ფერებიც სწორედ ასეთი მაქვს. არის ნახატები, რომლებიც შერულებულია მხოლოდ შავ-თეთრში, ზოგი კიდევ მრავალ ფერში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ინსპირაციაზე და ჩემს განწყობაზე. ამიტომ კონკრეტული ფერი ან ნახატის სტილი არ მაქვს არჩეული." - აღნიშნავს სალომე.

ყოველთვის სანამ მასწავლებელთან წავიდოდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გაჩერებებზე ხალხს აკვირდებოდა.

,, ერთხელ, როდესაც გავედი გარეთ, სანამ მასწავლებელთან წავიდოდი, გაჩერებასთან შემხვდა ერთი მოხუცი ქალი, რომელიც ხშირად მინახავს ჩემ სახლთან ახლოს და მისი ფიზიკური აღნაგობა ძალიან მომეწონა და დამაინტერესდა. იმდენად მოვიხიბლე მისი ვიზუალით, რომ სხვადასხვა აზრები მომივიდა თავში.ძალიან სევდიანი იყო იმ მომენტში, როდესაც ვნახე და დახატვის სურვილი გამიჩნდა და ვფიქრობდი და ვეძებდი იმ მიზეზს თუ რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადამიანი ასე განწყობილი და შემდეგ რატომღაც გავიფიქრე, რომ ალბათ ასეთი განწყობა ექნებოდა ადამიანს, რომელსაც ეცოდინებოდა მომავალში რა მოხდებოდა." - განმარტავს სალომე თინიკაშვილი.

სამომავლოდ, სწავლის გაგრძელებას აპირებს, თუმცა მისი მომავალი პროფესია არ ეხება ხელოვნებას.

,,ძალიან მომწონს სოციალური მეცნიერებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატვას თავს დავანებებ. პირიქით, მინდა რომ უფრო და უფრო განვითარდე და განვავითარო ჩემი ტექნიკა." - აცხადებს სალომე.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020