Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« август 2025 »»
п в с ч п с в
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
,,თავს დამესხნენ პოლიციის თვალწინ" - დავით ქაცარავა ინციდენტის შესახებ
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ ბობნევში ადგილობრივი მოსახლეობა ფიზიკურად გაუსწორდა.

„წამოვედი ბობნევში, მარტო დათა პაპასთან წამლები უნდა მიმეტანა. ჩემი აქ მოსვლის შესახებ მხოლოდ შსს-ს პრეს-სამსახურმა იცოდა. პოლიციის ეკიპაჟი შემომყვა დათა პაპასთან. მანქანის გაჩერება ვერ მოვასწარი, რომ იქვე მყოფი 4-5 კაციანი ახალგაზრდების ჯგუფი დამხვდა, რომლებიც ეგრევე აგრესიულად მომვარდნენ და დაიწყეს ხმამაღლა ლაპარაკი.

„გაეთრიე აქედან, რატომ გვირევ აქ სიტუაციას, აქედან წაეთრიე და შემაგინეს. რის შემდეგაც, გამარტყეს. ბუნებრივია, საპასუხო მიიღეს, ჩხუბი გაიმართა. პოლიცია იქვე იმყოფებოდა, ორნი იყვნენ. ერთ-ერთ იყო ასული დათა პაპას ღობესთან სიტუაციას ამოწმებდა, რამდენად უსაფრთხო იყო, მეორე კი იქ იდგა. ჩხუბი რამდენიმე წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა, ისინი ახლოს ვერ მეკარებოდნენ, მიშენდნენ ქვებს. ერთი უკნიდან მომეპარა ზურგიდან და წამაქცია, რის შემდეგაც მომცვივდნენ და ხელებით და ფეხებით დაიწყეს რტყმა. რამდენიმე დარტყმა თავში მომხვდა, მოვახერხე წამოდგომა და ვიგერიებდი მათ. ისინი არიან მოგზავნილი ტიტუშკები,“-აცხადებს ქაცარავა.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი აღნიშნულ ინციდენტს ხელისუფლების მართულად თვლის. მისი აზრით, ბრძოლის ეს მეთოდი „ძალა ერთობაშიას“ საქმიანობის შესაჩერებლად განხმოიყენეს.

,,ჩემთვის აშკარაა, რომ ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ეს ადამიანები იქ შემთხვევით არ იყვნენ, ზუსტად იცოდნენ როდის და სად მოვიდოდი. იყვნენ კარგად მომზადებულები, რომლებმაც საპასუხოც მიიღეს. ახლა მე ტვინის შერყევის შეგრძნება მაქვს და მივიდვარ საავადმყოფოში,“-აცხადებს დათო ქაცარავა.

შინაგან სამქეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 126 ძალადობის მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.
Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020