Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июль 2025 »»
п в с ч п с в
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
Qartli.ge-ს ჟურნალისტებს მე-6 დღეა გუგუტიაანთკარში არ უშვებენ
უკვე მე-6 დღეა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარში, იქ სადაც, საოკუპაციო ძალები ახალ ბარიერებს აგებენ, ონლაინმედიის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება არ ეძლევათ.

ჟურნალისტებისთვის შეზღუდვები შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დაწესებული.

ტეროტორიაზე მხოლოდ მაუწყებლები და საერთაშორისო მედია მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველას დაშვების შემთხვევაში უსაფრთხოების კონტროლი გართულდება.

ონლაინმედიისთვის გუგუტიაანკარში შესვლაზე შეზღუდვები 16 აგვისტოს, მას შემდეგ დაწესდა, როდესაც დიპლომატიური კორპუსი სოფელში საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის ცვლილების სანახავად ჩავიდა.

ამ ხნის განმავლობაში, მოვლენების ეპიცენტრში სამსახურეობრივ მოვალეობას ვერ ასრულებენ qartli.ge-ს ჟურნალისტები.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ონლაინმედიის მიმართ შს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას დისკრიმინაციად აფასებს და მიიჩნევს, რომ არ შეიძლება ჟურნალისტების დაყოფა იმის მიხედვით, თუ რა პლატფორმით ავრცელებენ ისინი ინფორმაციას.

ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ ონლაინ მედიის წარმომადგენელებისთვის საქმიანობის შეზღუდვა გაუგებარი და დაუსაბუთებელია.


„ონლაინ გამოცემები, ტელემედიის მსგავსად, საზოგადოების ინფორმირებისთვის მუშაობენ და ხშირად პირველები სწორედ ისინი ავრცლეებენ ამბებს. ამასთან საგულისხმოა, რომ საქართველოში იმ პირთა რიცხვი ვინც ინფორმაციას ონლაინ მედიით იღებს ყოველწიურად იზრდება. სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ჟურნალისტური ეთიკის როგორც წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტები ხშირად საუბრობენ, რომ სხვადასხვა ღონისძიებაზე ონლაინ მედიის წარმომადგენლებისთვის არათანაბარი სამუშაო პირობებია. მოვუწოდებთ ყველა სამთავრობო უწყებას, დანერგოს ჟურნალისტთა აკრედიტაციის ისეთი წესები, რომელიც დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ ჩააყენებს მედიის გარკვეულ კატეგორიას. შეიმუშავოს ღონისძიებსა თუ სხვადასხვა ტერიტორიაზე ჟურნალისტთა დაშვების გამჭვირვალე და სამართლიანი კრიტერიუმები, რომლებიც ყველა პლატფორმის წარმომადგენელს თავისუფლად მუშაობის საშუალებას მისცემს,”-ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.






Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020