Шида Картлийы Информацион Центр
Новости
На школьном балконе в селе Кодавардисубани по утрам стоят и глядят на дорогу трое детей.
05:00 / 02.04.2021
"Почти все сбережения и доход, что у нас были, мы потратили в течение этого одного года.
23:17 / 26.03.2021
Село Земо-Ормоци находится в том месте ущелья Таны, где две реки – Баланисхеви
01:47 / 28.02.2021
Именно в то время, когда им больше всего нужна забота других, некоторые из них одиноки,
01:31 / 23.02.2021
архив
«« июнь 2025 »»
п в с ч п с в
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
მეუფე ანდრია: ყოველდღიურად უნდა წავიკითხოთ მესამე ლოცვაც
„ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი გაგვიწევს ჩვენ დედობას. იმიტომ, რომ შეუძლებელი არის დედისათვის, არ ისმინოს მან სავედრებელი, მის მიმართ აღვლენილი,“-ამის შესახებ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ წუხელ ღამით, ატენის სიონში, ქადაგებისას ისაუბრა.

,,ყველა დედამ იცის, რა შეიძლება უჭირდეს ბავშვს, ის არ არჩევს მისი შვილი, სხვისი შვილი. მან იცის, რა შეიძლება სტკიოდეს ბავშვს და, წუხული ბავშვის ტკივილზე, ვისაც განუცდია დედობის გრძნობა, ეს წუხილი ისეთივე აქვს, როგორც საკუთარ შვილზე. შეიძლება ისე ვერ გულშემატკივრობს, ისე ვერ განიცდის მაგრამ, ხედავს რა, სხვისი შვილის წუხლისაც, ამაზე წუხს, რამეთუ მან იცის საკუთარი შვილი თუ როგორ წუხს, როგორ სტკივა მას. მას ეს ზეპირი სწავლებით არ ესწავლება, მან ეს იცის გამოცდილებით და მზად არის, რომ დაეხმაროს, უშველოს, მზად არის შეწუხდეს. ასე იქცევა ყველა ქალი, რომელსაც აქვს ბედნიერება იყვეს დედა. ყოვლად წმინდა ღვთისმშობელიც დედობას გვიწევს ჩვენ, ის იზიარებს ჩვენს ტკივილს, იზიარებს ჩვენს არასწორ ქმედებაზეც პასუხისმგებლობას და ევედრება ღმერთს, ღმერთმა შეგვინდოს ჩვენ, ჩვენი ცოდვა და ურჯულოება. ევედრება ღმერთს, რომ დააყოვნოს და დააყენოს თავის რისხვაში ჩვენს მიმართ, ჩვენი ცოდვების და ურჯულოების გამო. ამგვარი არის დედაღვთისმშობლის მეოხება ჩვენ, ცოდვილთათვის, ქრისტიანეთა მოდგმისათვის. და ამიტომაც, დღევანდელ დღეს, განსაკუთრებულად და სხვა დროსაც უნდა გვახსოვდეს და არ უნდა დაგვეზაროს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელისათვის ლოცვის აღვლენა,“-აღნიშა მეუფემ.


მან ასევე მრევლს მიმართა და მოუწოდა, რომ ღვთისმშობელზე დილით, მესამე ლოცვაც წაიკითხონ.

,,ყოველდღიურად ჩვენ, დილის ლოცვაში ვამბობთ:

„ღვთის მშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ,“

ასევე ვამბობთ:

,,ზესთან მბრძოლისა, ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა,“

და ამასთან ერთად, ჩვენ ყოველდღიურად უნდა წარმოვთქვათ, რამდენჯერაც გაგვახსენდება:

,,ყოვლად წმინდაო ღვთის მშობელო შეგვეწიენ და გვაცხოვნე ჩვენ,“-განაცხადა მეუფემ.

Print E-mail
FaceBook Twitter
Другие новости
Новости
В селе Хидистави две недели назад одновременно заразилось
"Поэтому я так настроен, я ещё много дел сделаю", - добавил наш хозяин.
Несмотря на то, что уже два года в мире свирепствует пандемия, на горийском
популярные новости
Кошкеби – село в Горийском муниципалитете, населенное этническими осетинами
"Я здесь родился и вырос, никуда не уезжал, однако у меня нет гражданства Грузии,
00:50 / 17.06.2020
Ткемлована – село, переоформленное по конкордату
Господин Мурад вернулся во двор. Достал сигарету, прикурил и глубоко затянулся.
12:54 / 27.07.2020
Чанчаха
"Я и снов здесь не вижу … в снах я там, где родилась, и где сделала первые шаги, в Грузии.
01:00 / 21.06.2020
Русские военные отметили в лесу т.н. границу красной краской
"Эти отметки мы обнаружили в лесном массиве, расположенном между оккупированным Лопани
00:50 / 25.06.2020